როდესაც საუბარი გვაქვს სპორტულ ფეხსაცმელზე, პირველი, რასაც მისგან “ვითხოვთ” კომფროტია. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, დიზაინს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მაგალითად, თუ ფეხსაცმელი მოვირგეთ, მგარამ ვიზუალურად არ გვხიბლავს, ძალიან დიდი ალბათობით მას არ ვიყიდით. ამ დროს, ყველას ცხოვრებაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ, მაგრამ იმდენად მოგვწონს, რომ ვყიდულობთ (ის ცალკე საკითხია რამდენად აქტიურად მოვიხმართ, მთავარია, რომ ჩვენს გარდერობში ადგილს მივუჩენთ და მშვიდად ვართ, რომ ის იქ არის).
ამიტომაც, მსოფლიოს ცნობილი ბრენდები მუდმივად ცდილობენ, რომ საკუთარ პროდუქტში ორი მთავარი რამ გააერთიანონ – ვიზუალურად იმდენად დახვეწილი და მომხიბლავი ფეხსაცმელი შემოგვთავაზონ, რომ მასზე უარი ვერ ვთქვათ! ამავდროულად, ეს ფეხსაცმელი იყოს სუპერ კომფორტული, რომ ყოველთვის სიამოვნებით გამოვიყენოთ. სწორედ ასეთ ბრენდებს წარმოგიდგენთ ამ სტატიაში:









