10 ყველაზე ფერადი ადგილი მსოფლიოში, რომელიც უნდა ნახო!

    ცხოვრება უმეტესად შავ-თეთრი გვეჩვენება. მაგრამ  ფერებს შეუძლია განწყობის შექმნა და ყოველდღიურობის გახალისება. მსოფლიოში ბევრი ლამაზი ადგილი არსებობს, თუმცა ახლა ყველაზე ფერადი ქალაქების შესახებ მოგიყვებით:

    Old San Juan , Puerto Rico/ოლდ სან ხუანი, პუერტო რიკო

    ესპანეთის კოლონიური შენობები არქიტექტურულად ძალიან ლამაზია, თუმცა ფერადი საღებავები მათ კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. არ არის გასაკვირი, რომ ოლდ სან ხუანი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება.

    Capitola , California/კაპიტოლა, კალიფორნია

    სერფინგი, მზე, ლამაზი სანაპირო, საუცხოო ხედები, ულამაზესი ფერადი სახლები და მზის ჩასვლა, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. ეს არის ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

    Procida, Italy/პროსიდა, იტალია

    აქ ნახავთ სანაპიროზე მჭიდროდ აშენებულ ფერად შენობებს და ვიწრო ქუჩებს. კლდეზე აშენებული ძველი ციხესიმაგრიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება. ამ კუნძულძე გატარებული დღეები წარუშლელ კვალს დატოვებს თქვენს მეხსიერებაში, რადგან გარდა იმ სილამაზისა, რასაც ფოტოზე ხედავთ, ხალხიც ძალიან თბილი და ყურადღებიანია.

    Bo–kaap, Cape Town , south Africa/ ქეიფ თაუნი, სამხრეთ აფრიკა

    ქუჩები იმდენად ფერადია, რომ სეირნობისას აუცილებლად დაგჭირდებათ მზის სათვალე. აქ არა მარტო სახლები, არამედ რელიგიური შენობებიც (მეჩეთი) ფერადი და თვალისმომჭრელია.

    Skagit Valley, Washington/სკაჯიტის ველი, ვაშინგტონი 

    ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ულამაზეს მდელოებს, რომლლებიც მოფენილია ფერადი ყვავილებით. თვალუწვდენელი ტიტების მინდვრის დანახვისას საოცარი შთაბეჭდილების ქვეშ მოექცევით და ყვავილების სურნელი გაგაბრუებთ. ტიტების ფესტივალის დროს აქ ნამდვილი დღესასწაულია.

    Provence, France/პროვანსი, საფრანგეთი

    თუ გინდათ რომ ლავანდის მინდვრები ნახოთ, ამ ადგილს ივნისში უნდა ესტუმროთ. შენობებიც კი ლავანდებით დაგხვდებათ მორთული, ხოლო მზესუმზირის ბაღები უბრალოდ გაგაოცებთ და საოცარ განწყობას შეგიქმნით.

     Jaipur, India/ჯაიპური, ინდოეთი

    ვარდისფერი ქალაქი ფერების ფესტივალითაა ცნობილი, რომელიც უკვე არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ტარდება. ამ დროს ქუჩაში შეხვდებით მოხატულ სპილოებს  და ფერადი ორნამენტებით მორთულ სახლებს. დღესასწაულზე უამრავი ტურისტი სტუმრობს ამ ადგილს.

    Chamarel, Mauritius/ მაუტირიუსი

    ეს არის ოპტიკური ილუზია, დედამიწაზე არის სოფელი სადაც შეგიძლიათ მოიპოვოთ სულიერი სიმშვიდე და დატკბეთ მდელოებზე და კლდეებზე გადაშლილი ცისარტყელებით.

    Chefchauen, Morocco/ჩეფოჩაუენი, მაროკო

    ამ ქალაქის საყვარელი ფერი ლურჯია, რაც ყველგან იგრძნობა – ქუჩებში, კაფეებში და სხვა ადგილებში. ეს არის ადგილი სადაც სიცოცხლე ჩქებს და ცხოვრების ტემპიც გაცილებით სწრაფია, ვიდრე სხვა ქალაქებში.

    Zhangye, Danxia, China/ჩჟანე, დანსია, ჩინეთი

    კლდოვანი ნაპრალები, მრავალფეროვანი მენერალები, რომლებიც ქმნიან ფენებს დაწინწკლულია სხვადასხვა ფერად. ერთი შეხედვით იფიქრებ, რომ ადამიანის ხელითაა გაკეთებული, თუმცა ეს ბუნების საჩუქარია. თქვენ აქ დაუვიწყარი სანახაობა გელოდებათ, ასე რომ, მოემზადეთ საოცარი ფოტოების გადასაღებად!

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი