20 თვალისმომჭრელი კაბა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიიდან

    24 თებერვალს, ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში ოსკარის დაჯილდოების 91-ე ცერემონია გაიმართა. წითელი ხალიჩა წელს განსაკუთრებულად თვალისმომჭრელი, ორიგინალური და განსხვავებული იყო.

    გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო ლუქს:

    ყურადღების ეპიცენტრში ლედი გაგა მოექცა. მას ალექსანდრ მაქქვინის ულამაზესი შავი კაბა ეცვა. თუმცა, მთავარი მისი სამკაული იყო – ყელსაბამი 128 კარატიანი ყვითელი ბრილიანტით, რომელიც მანამდე ოდრი ჰეპბერნს, 1961 წელს ფილმში “საუზმე ტიფანისთან” ეკეთა.  ლედი გაგამ სიმღერისთვის Shallow ოსკარი მიიღო.

    საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინიაციაში გამარჯვებული ოლივია კოლმანი ძალიან ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებოდა.

    როგორც ყოველთვის, ჯენიფერ ლოპესი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და პირდაპირი მნიშვნელობით ბრწყინავდა. მომღერალმა ამჯერად ტომ ფორდი აირჩია.

    ვარდისფერი წელს საკმაოდ აქტუალური იყო. ანჯელა ბასეტი რიმ აკრას ვარდისფერ კაბაში გამოეწყო.

    ვარდისფერი კაბა მოირგო ჰელენ მირენმაც.

    სარა პაულსონმა ბრენდონ მაქსველის კაბა აირჩია.

    გლენ ქლოზი კაროლინა ჰერერას ოქროსფერი კაბით გამოჩნდა.

    ბრი ლარსონი სელინის ვერცხლისფერ კაბაში გამოეწყო.

    ემა სტოუნმა ლუი ვიტონის კაბა მოირგო, რომელიც ხელნაკეთია და სვაროვსკის 130,000 თვალი ამშვენებს.

    ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონის, ემი ადამსის ვერცხლისფერმა კაბამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

    ემილია კლარკს ბრჭყვიალა, ლავანდისფერი კაბა ეცვა. მსახიობს ხშირად უწუნებენ ჩაცმულობას, თუმცა წელს წითელი ხალიჩა ნამდვილად დაამშვენა.

    ლინდა კარდელინიმ არჩევანი სკიაპარელის ექსტრავაგანტულ ვარდისფერ კაბაზე შეაჩერა.

    კეისი მასგრეივესი ჯამბატისტა ვალის მშვენიერ კაბაში გამოეწყო.

    ზოგიერთი კლასიკური კოსტუმით გამოჩნდა, რომელიც ასევე აქტუალურია. ემი ფოლერმა ალბრტა ფერეტის ტანსაცმელი მოირგო.

    მსგავსი სტილი აირჩია ელსი ფიშერმაც.

    რეჯინა კინგი თეთრი კაბით პოზირებდა. მან საუკეთესო მსახიობი ქალის მეორე ხარისხოვანი როლისთვის ოსკარი მიიღო.

    მიუ მიუს ულმაზესი კაბით გამოჩნდა ამანდლა სტენბერგი.

    კიკი ლეინის კაბა ბევრისთვის ფავორიტი აღმოჩნდა.

    ოსკაროსანი რემი მალეკის მეუღლე, ლუსი ბოინტონი მთელი საღამო ყურადღების ცენტრში იყო.

    და ბოლოს, ჯულია რობერტსი, რომელიც, ალბათ, ყველაზე თვალისმომჭრელად და მიმზიდველად გამოიყურებოდა ელი სააბის კაბაში. შეიძლება ითქვას, რომ ჯულია ყველა ვარდისფერკაბიანს შორის გამოირჩეოდა. მისი გამოსვლა ოსკარის ცერემონისს სასიამოვნო დასასრული იყო. წლის საუკეთესო ფილმის ნომინაცია ჯულიამ წარადგინა. შეგახსენებთ, რომ კინო აკადემიის რჩეული “Green book” გახდა.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი