2018 წლის დეკემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

    წლის ბოლო ახლოვდება! გაიგეთ რას გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები და სწორად დაგეგმეთ თქვენი  საქმეები დეკემბრის განმავლობაში.

    ვერძი

    ვარსკვლავები უამრავ ენერგიას გაწვდიან, თუმცა მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწორად გამოიყენებთ მას და მოახმართ გარშემომყოფებს.

    იუპიტერი შესაძლებლობას გაძლევთ განავითაროთ თქვენი პოტენციალი და ხელს გიწყობთ წარმატების მიღწევაში, თუმცა იმოქმედეთ ფრთხილად, რადგან შესაძლოა ზედმეტი მოგივიდეთ და მოგების ნაცვლად დანაკარგი მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს, არის ალბათობა, რომ თავი შეგახსენოთ ძველმა და არასასურველმა უერთიერთობებმა.

    გაგიჭირდებათ იყოთ მომთმენი, თუმცა მაქსიმალურად შეცადეთ ფრთხილად იმოქმედოთ.

    კურო

    პლანეტების გადანაწილება დაგეხმარებათ კომუნიკაციაში და იმაში, რომ ჩამოაყალიბოთ თქვენი სათქმელი და გამოხატოთ ის რაც მნიშვნელოვანია. დიდი ალბათობით, ამ პერიოდში გაგიტაცებთ ოცნება მომავალზე, იქნებით განსაკუთრებულ განწყობაზე. თუმცა, მცირედი შიშის/სიფრთხილის გამო შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები არც განახორციელოთ. წაიკითხეთ წიგნი ან დაკავდით იმ საქმით, რაც განტვირთვაში და აზრების დალაგებაში დაგეხმარებათ.

    ტყუპები

    წლის მიწურულს გაგიჭირდებათ კომუნიკაცია და სხვებთან საერთო ენის გამონახვა. ენდეთ გრძნობებს და გულს, რომ გაერკვიოთ სიტუაციაში და გამოხატოთ თქვენი სათქმელი.

    დაიწყეთ კარიერული გეგმების დალაგება. დაფიქრდით იმაზე, თუ რა გაგაბედნიერებთ ყველაზე მეტად. გაითვალისწინეთ თქვენი ძლიერი მხარეები და იქ მიმართეთ რესურსი, სადაც ყველაზე კარგად გამოვლინდება თქვენი ნიჭი.

    გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში საჭიროა ბიუჯეტის კონტროლი და ზედმეტი დანახარჯების თავიდან არიდება.

    კირჩხიბი

    დეკემბრიდან მომდევნო თვეების განმავლობაში მოახდენთ ფასეულობების გაანალიზებას, გადააფასებთ ზოგიერთ საკითხს. არ შეგეშინდეთ ოცნების, თუმცა არ დაგავიწყდეთ რომ იმოქმედოთ რაციონალურად. ამ პერიოდის განმავლობაში გრძნობები და ურთიერთობები წინა პლანზეა. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად, არ არის გამორიცხული, რომ თვის ბოლომდე შეიძინოთ ახალი და საინტერესო მეგობრები.

    ლომი

    ცხოვრებაზე დაფიქრება და გარშემომყოფებთან კომუნიკაცია ამ თვის მნიშვნელოვანი მიმართულებებია.

    კარგი პერიოდია თამამი გადაწყვეტილებების მისაღებად, პლანეტების განლაგება გეხმარებათ თქვენი კრეატიული მხარის გამოვლენაში. კარგი პერიოდია ცოდნის შესაძენად.

    ქალწული

    გადააფასეთ რამდენად სწორად განკარგავთ ფინანსებს. კარგი პერიოდია ახალი ცოდნის მისაღებად და თქვენი ნიჭის გამოსავლენად. იყავით მეტად სპონტანური და კრეატიული. ამ თვის განმავლობაში, თქვენს სიტყვებსა და ქცევაში ბევრი გრძნობა და ვნება იქნება.

    თვის ბოლოს, შეეცადეთ გამოიჩინოთ მოთმინება  გარშემომყოფებთან და განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებთან მიმართებაში.

    სასწორი

    კარგი პერიოდია ბიზნესის განსავითარებლად, რადგან პლანეტების განლაგება გეხმარებათ საკუთარი აზრებისა და ჩანაფიქრების უკეთ გამოხატვაში.

    თუ გაქვთ სურვილი, რომ შეცვალოთ უერთიერთობა ოჯახის წევრებთან, თვის ბოლო კვირა ამისთვის კარგი პერიოდი იქნება. თვის ბოლოს შეგეძლებათ  სხვა ძველი პრობლემების მოგვარებაც, რათა საბოლოოდ მოახერხოთ გონების დასვენება და მოდუნება.

    მორიელი

    დეკემბერში გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა და მათი სურვილების გააზრება გაგიადვილდებათ, მთავარია მოინდომოთ. თქვენს სიტყვებს დამამშვიდებელი და ზეგავლენის მომხდენი ეფექტი ექნება.

    კარგი პერიოდია საკუთარი თავდაჯერებულობის განსავითარებლად, რაც უფრო გაგიმარტივებთ თვითგამოხატვის უნარს. არ აქვს მნიშვნელობა როგორ აღნიშნავთ დღესასწაულებს, ეს თვე შეიძლება განსაკუთრებულად იქცეს.

    მშვილდოსანი

    ამ პერიოდში შეძლებთ თავად გახდეთ ინსპირაციის წყარო სხვებისთვის, თუმცა თავად არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ წარმატების მთავარი გასაღები არის მიწაზე მყარად დგომა. მნიშვნელოვანია სრულფასოვნად გადახედოთ თქვენს გეგმებსა და ჩანაფიქრებს. პლანეტების განლაგების წყალობით იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, რაც გარშემომყოფებზეც იმოქმედებს.

    თხის რქა

    ამ პერიოდში გაგიუმჯობესდებათ შემოქმედებითი უნარები. თუ გაქვთ მხატვრული ნიჭი ან ფიქრობთ მედიცინაზე, წლის ბოლოს გეძლევათ შეაძლებლობა, რომ ეს სფეროები თქვენს მომავალ კარიერად აქციოთ. არ დაიწესოთ ჩარჩოები… ოცნებები სრულდება და სასწაულებიც ხდება, მთავარია დავიჯეროთ და საკუთარ თავს განვითარების საშუალება მივცეთ.

    მერწყული

    შესაძლოა ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. ამ თვის განმავლობაში დიდი ყურადღება მიენიჭება თვენს კარიერასა და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, კარგი პერიოდია მიმდინარე პრობლემების გადასაწყვეტად, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების. დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ვარჯიში.

    მეორე მხრივ, შეიძლება გაგიჩნდეთ გაურკვევლობა თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა თვის ბოლოს შეძლებთ სიტუაციის კარგად გაანალიზებას.

    თევზები

    ამ თვის განმავლობაში წინა პლანზე იქნება  თავისუფლება და კრეატიულობა. ამ მიმართულებით, სასურველ შედეგს უფრო მოგვიანებით მიიღებთ, დაახლოებით გაზაფხულისთვის.

    დეკემბრის განმავლობაში, გამოგიჩნდებათ ბევრი შესაძლებლობა და მოგეცემათ საკმარისი ენერგიაც. მიჰყევით თქვენს ინტუციას და არ „დაიკარგოთ“ ზემდეტ დრამაში.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი