2019 წლის 5 საუკეთესო წითელი ტუჩსაცხი

    გლუვი ან პრიალა, ღრმა ან ნათელი, ბევრნაირი შეიძლება იყოს ტუჩსაცხი, ისევე, როგორც ქალის ხასიათი. თქვენ შეგიძლიათ წითელი პომადით განაახლოთ ლუქი, გამოკვეთოთ სახის ნაკვთები და გახდეთ მიმზიდველები. ყველას თავისი შეხედულება აქვს საუკეთესო ტუჩსაცხზე, ამიტომ შეგიძლიათ რჩეულებიდან საუკეთესო ამოირჩიოთ.

    TOM FORD / ტომ ფორდის მაღალ-პიგმენტური, ინტენსიური წითელი ტუჩსაცხი ნამდვილად ითვლება ბრენდის გამორჩეულ პროდუქტად. ნაღების ტექსტურა და ოდნავ მოვარდისფრო, ალუბლის ფერი, რომელსაც აქვს საუკეთესო ეფექტი, შეგძენთ თავდაჯერებულობას. მერწმუნეთ, ის არასდროს გიღალატებთ! ფასი: £40 ფუნტი.

    CHANEL / შანელი – მდიდარი, ლურჯი ტონით წითელი, შანელის კლასიკური მეკობრე განსაკუთრებით იკვეთება ზეითუნის კანის ტონებზე. არასოდეს გაგიცრუებთ იმედს. ყოველთვის იქნებით თავდაჯერებული შანელის ტუჩსაცხთან ერთად. ფასი: £28 ფუნტი სტერლინგი.

    REVLON / რევლონის ცეცხლი&ყინული, კლასიკური წითელი ტუჩსაცხი, თითქმის ყველა კანის ფერისთვის არის განკუთვნილი. მას გააჩნია დაცვის ფუნქცია და შეიცავს ვიტამინი E-სა და ავოკადოს ზეთს. ფასი: £7.18 ფუნტი.

    DIOR / დიორის ტუჩსაცხი, რომელშიც გაერთიანებულია ჭეშმარიტება და ბრწყინვალება. ორივე ზუსტად აღწერს მას. მას აქვს შესანიშნავი დაფერვა და ულამაზესი, გლუვი ეფექტი. ფასი: £27 ფუნტი.

    MAC- თუ გინდათ შეინარჩუნოთ წითელი ტუჩები მთელი დღის განმავლობაში, მაშინ აირჩიეთ მაკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წითელი ტუჩსაცხი, რომელსაც დამატებული აქვს გლუვი ეფექტი. გამოირჩევა მდგრადობითა და გამძლეობით. ფასი: £17.50 ფუნტი.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი