ახალი წლის პირველი თვე ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა – მოდის სახლები წარადგენენ უახლეს კოლექციებს, თავის მოვლისა და მოდის სფეროში ვეცნობით უამრავ სიახლეს… მათ შორის ვარცხნილობის ტრენდებს. ამ მიმართულებით ბევრი ექსპერიმენტია მოსალოდენლი. მზად ხართ?
ტრენდი 1
ძლიერი ქალის იმიჯი ხშირად ასოცირდება მოკლე ვარცხნილობასთან. სწორედ მოკლედ შეჭრილი თმა გახდა 2019 წლის ნომერ პირველი ტრენდი. მსგავსი ვარცხნილობით მოდელები ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე გამოჩნდნენ, როგორიც არის: Versace, Nikki Tissen და Prada …

ტრენდი 2
გააკეთეთ აქცენტები ფერებით. Marc Jacobs-ი გვთავაზობს მოვარდისფრო ტონებს და მათ აქტუალობას უსვამს ხაზს.

ტრენდი 3
„სველი ეფექტი“ და უკან გადაწეული თმა – ეს ალბათ 2019 წლის გაზაფხული -ზაფხულის თმის ტრენდებში ყველაზე კომფორტული და ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ვარიანტია.

ტრენდი 4
წელს აქტუალური იქნება თმის აქსესუარების გამოყენება. ის შეგიძლიათ შეუხამოთ თქვენს ჩაცმულობას, რაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან ლუქს შექმნის.

ტრენდი 5
ცალ მხარეს გადაწეული, ე.წ. “ეს ესაა გავიღვიძე“ ვარცხნილობა 🙂 2019 წლის გაზაფხული -ზაფხულის კოლექციებში ცნობილი სერიალის, Gossip Girl -ის სტილი ბრუნდება.

ტრენდი 6
და რა თმა უნდა, ისე არაფერი გვიქმნის ზაფხულის განწყობას, როგორც ბუნებრივად დახვეული თმა და ე.წ. “სერფერი გოგონას” სტილი. ეს არის ლუქი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, რაც ასე უხდება ზაფხულსაც და გაზაფხულის თბილ დღეებსაც.














