2019 წლის ჰელოუინის საუკეთესო კოსტიუმები ვარსკვლავებისგან

    ჰელოუინმა ჩაიარა, ცნობილი სახეებმა საუკეთესო კოსტიუმები მოირგეს და დღესასწაულიც აღნიშნეს. ახლა, შეგვიძლია საუკეთესო კოსტიუმების ავტორებიც გამოვავლინოთ. კრუელა, მალეფიცენტა, ჯოკერი – ზოგიერთმა ინსპირაცია სხვადასხვა პერსონაჟისგან აიღო. ბელა ჰადიდი კატა ქალი იყო, დემი ლოვატო – მარი ანტუანეტა, ვიქენდი – ჯოკერი, კაილი ჯენერი – მერლინ მონრო, კენდალ ჯენერი – ტყის ფერია, ნიკი მინაჟი და მისი ქმარი – ჰარლი ქუინი და ჯოკერი. ნორმანი შერის ფორმაში გამოეწყო, სიარა და მისი ქმარი – ბიონსე და ჯეი ზი იყვნენ, ქლოე კარდაშიანი – კრუელა, ჯეისონ მომოა – ელვის პრესლი, ჰალიმა – მალეფიცენტა, ბექჰემები სუპერგმირები გახდნენ, კიმ კარდაშიანისა და ქანიე ვესტის ოჯახი ფლისტოუნები, ჯესიკა ბილმა კი ჯასტინ თიმბერლეიკის როლი მოირგო.

       

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი