2019 წლის ივლისის ჰოროსკოპი

    ვერძი

    ივლისის მზის დაბნელება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე. ივნისისგან განსხვავებით, ვერძისთვის ივლისი ნამდვილი თავგადასავლების თვე იქნება. ოჯახში თქვენი როლი მნიშვნელოვნად შეიცვლება. შეამჩნევთ, რომ პიროვნულადაც შეიცვალეთ და თითქოს მეტად გაიზარდეთ. უამრავი სიურპრიზი და მოულოდნელობა გელოდებათ. ეცადეთ კონცერტრირდეთ მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე და ენერგია არ დახარჯოთ ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ყველა მოულოდნელობა, რაც ივლისში შეგხვდებათ, სიამოვნებას მოგანიჭბთ.

    კურო

    იფიქრეთ წარსულზე, რათა განჭვრიტოთ მომავალი. წარსულში მომხდარი ფაქტები ამჯერად დიდ ზეგავლენას მოახდენენ მომავალზე (გაიხსენეთ 2019 წლის დასაწყისი). ექსპრესიებისს პლანეტა, მერკური, რევერსულად დაიწყებს მოძრაობას. ეს სამყაროს დასასრული არ არის, თუმცა ურთიერთობებში შეიძლება კრიზისი გქონდეთ და ფრთხილად იყავით. ყოველთვის ორჯერ გადაამოწმეთ ინფორმაცია. თუ გულახდილი საუბარი გინდათ ახლობლებთან, ამისათვის ივლისის ბოლო პერიოდი იდეალური იქნება.

    ტყუპები

    ადაპტაციის უნდარი თქვენი სუპერ ძალაა. ზოგჯერ შესაძლებლობებს ხელიდან უშვებთ… მაგრამ ივლისში მიხვდებით, რომ წინ წარმატება გელოდებათ, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით. აღმოაჩენთ, რომ საქმეში ფულის ჩადება განაპირობებს თქვენს გრძელვადიან ზრდა-განვითარებას. ქონების მართვა იოლი არ არის, თუმცა თქვენი ფინანსური რესურსები მნიშვნელოვანდ გაიზრდება. გამოიჩინეთ წინდახედულობა: რამდენჯერმე შეამოწმეთ მეილი, დააზღვიეთ ძვირადღირებული ტექნიკა, მოგზაურობისთვის იმაზე მეტი დრო გაითვალისწინეთ, ვიდრე რეალურად ფიქრობთ რომ დასჭირდება. ივლისის მეორე ნახევარში თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ. ისღა დაგრჩენიათ იფიქროთ, როგორ გააორმაგოთ ქონება. ბედი თქვენს მხარეს იქნება.

    კირჩხიბი

    მოემზადეთ ცვლილებებისთვის და ნუ შეგეშინდებათ. ივლისში შესაძლოა რაიმე ძვირადღირებულის ყიდვის/ფულის დახარჯვის შანსი მოგეცეთ. ეს გადაწყვეტილება ემოციური იქნება და შეიძლება შემდეგ ინანოთ. ამიტომ, საფულე რაც შეიძლება კარგად დაუმალოთ თქვენს თავს. თუ მაინც ვერ გაუძელით ცდუნებას, აუცილებლად შეინახეთ ჩეკი. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მზის გარშემო იწყებს მოგზაურობას. ეცადეთ თქვენი მისწრაფებები და არსებული რეალობა ერთმანეთს მიუსადაგოთ. მიიღეთ ახალი ენერგიები და იგრძენით, როგორ იცვლება ყველაფერი (ნელა მაგრამ შესამჩნევად).

    ლომი

    ბოლო წლები ცოტა არ იყოს ემოციური იყო თქვენთვის. დაფიქრდით ყველაფერზე, რაც ბოლო დროს შეიცვალა. მიეცით თქვენს თავს საკმარისი სივრცე რომ განიტვირთოთ და დამშვიდდეთ. საყვარელი ადამიანებისგან მეტი სითბო და ყურადღება თუ დაგჭირდებათ, საჭირო არ არის მათ დღეში ხუთჯერ მიწეროთ ან დარეკოთ. შეინარჩუნეთ ლომის თავშეკავებულობა. ზოგჯერ ბედნიერებისთვის მცირედი ცვლილებებიც საკმარისია. დაიწყეთ დილა განსხვავებულად, გააკეთეთ ის, რაც ჯერ არასოდეს გაგიკეთებიათ და მოემზადეთ უფრო დიდი ცვლილებებისთვის. ეს თქვენი პერიოდია. დაბადების დღე კი დაუვიწყარი გექნებათ!

    ქალწული

    მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის! თქვენ დიდი ცვლილებების განხორციელება შეგიძლიათ. ძალიან კარგად გამოგივათ მშენებლობა, ასე რომ, გამოიყენეთ თქვენი ნიჭი და შეეჭიდეთ ამ საქმიანობას. გაუფრთხილდით თქვენს საიდუმლოებებს და ნურავის გაანდობთ მათ. თქვენი კრეატიულობა პიკს მიაღწევს და არაერთი ინსპირაციის წყარო გამოჩნდება. იყავით თამამი, გონებამახვილი და მოსიყვარულე. გახსოვდეთ, მზის დაბნელება მოვლენებს კიდევ უფრო დააჩქარებს. არასასურველ ურთიერთობებს უკან მოიტოვებთ. დაბადების დღისთვის თქვენ სრულიად სხვა – გაახლებული და ახალი ენერგიებით სავსე იქნებით.

    სასწორი

    სიმშვიდე, ჰარმონია და ბალანსი თქვენი პრიორიტეტებია… თუმცა, ივლისში ყველაფერი შეიცვლება. იმუშავეთ გულმოდგინედ, რადგან უამრავი ახალი კარი გაიღება სადაც თქვენს თავს ახლიდან აღმოაჩენთ. სწორი მიდგომით კარიერული წინსვლა გარანტირებული იქნება. ფრთხილად უნდა იყოთ საქმიან ურთიერთობებში, ინფორმაცია ხშირად გადაამოწმოთ და რამდენჯერმე წაიკითხოთ საბუთი, სანამ ხელს მოაწერთ. კარიერაზე ზრუნვის პარალელურად იზრუნეთ იმაზეც, რომ ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ. აგრძნობინეთ სიყვარული და მზრუნველობა. მათი კეთილგანწყობა წინსვლაში ძალიან დაგეხმარებათ. ივლისის ბოლოსთვის მოემზადეთ ახალ ჰორიზონტებზე გასასვლელად.

    მორიელი

    ბოლო დროს ცოტა მოიწყინეთ. რაღაცას ან ვიღაცას ელოდებით. კარგად დაუკვირდით თქვენს სურვილებს. არ მოიწყინოთ, რადგან ივლისი საკმაოდ საინტერესო იქნება. მართალია ტრანსფორმაციის მეფე (ან დედოფალი ? ) ხართ, მაგრამ ცვლილებები თავისით არ მოხდება. თვის ბოლოს აუცილებლად გააკეთეთ ჯანმრთელობის დაზღვევა, აიღეთ შვებულება და კარგად დაისვენეთ. თქვენ იწყებთ ახალი სამყაროს აღმოჩენას და მიხვდებით, რომ ულევი შესაძლებლობები არსებობს.

    მშვილდოსანი

    ყოველთვის მზად ხართ თავგადასავლებისთვის და ეს კარგია. ივლისი თქვენთვისაც საკმაოდ საინტერესო იქნება. შესაძლოა ძველი მოგონებები ამოგიტივტივდეთ. მიყევით ფიქრს და გაიხსენეთ წარსული. ყოფილ შეყვარებულზე ფიქრი ცუდს არაფერს მოგიტანთ, პირიქით, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ შეცდომებს, რომლებიც მომავალში არ უნდა დაუშვათ. ივლისში ტექნოლოგიური ხარვეზები, ფრენების გადადება და სხვა წარუმატებლობები შეიძლება შეგხვდეთ, მაგრამ არ იდარდოთ, ყველაფერი კარგად იქნება. ეცადეთ გრძნობებს არ აყვეთ, სენტიმენტალურ განწყობაზე ყოფნისას კი თავი შეიკავეთ თქვენი ინტერესის ობიეტთან კომუნიკაციისაგან (შესაძლოა არასწორი ნაბიჯი გადადგათ). თვის ბოლოს ახალი ენერგიით აივსებით, რაც თქვენი მიზნებისა და მისწრაფებების სტიმულირებას მოახდენს. დატკბით იმ ცეცხლით, რაც ივლისის ბოლოს გექნებათ.

    თხის რქა

    თხის რქებო, მართალია ეს თქვენი დაბადების დღის თვე არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კვირები გელით წინ. მზის ორი დაბნელება თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მოხდება ცვლილებები, რომლებიც გარდაუვალი იყო. მზიდ დაბნელება ამ ყველაფერს უბრალოდ დააჩქარებს. უცაბედმა ძვრებმა არ შეგაშინოთ, შეეცადეთ ზედმეტად სერიოზულად არ მიუდგეთ ყველაფერს. კომუნიკაციების მწყობრიდან გამოსვლა, ტექნიკური ხარვეზები, რეისების გადადება – ამ ყველაფერს მშვიდად შეხვდით, მოეშვით და ეცადეთ გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ადამიანებზე აზრს შეიცვლით და შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ვინც ადრე ადრე გიზიდავდათ, სულაც აღარ მოგწონთ… და ეს მშვენიერია. შესაძლოა წარსულის ან ახლანდელი ურთიერთობების (ადამიანების) შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. ასე რომ, გამოიყენეთ შესაძლებლობები და შეიხედეთ იქ, სადაც აქამდე არ შეგიხედავთ. არაჩვეულებრივი პერიოდია ძველი მეგობრების გასახსენებლად ან უბრალოდ, ოჯახურ გარემოში დასასვენებლად.

    მერწყული

    თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, აკლიმატიზაციის დროა! თქვენ ხართ ინოვატორი და ექსცენტრიული. საკმარისია თავის მოკატუნება, თითქოს ჩვეულებრივი ადამიანი ხართ. იყავის ის ვინც თქვენში იმალება – გაიბრწყინეთ და გაანათეთ. იყავით ყურადღებიანი, სანამ წერილებს გააგზავნით, რამდენჯერმე წაიკითხეთ. “Rely all” -თან ფრთხილა! შეიძლება სხვებს უნებურად ისეთი ინფორმაცია გაანდოთ, რაც საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო. ივლისის ბოლოს შესაძლოა იგრძნოთ, რომ გაცილებით ემოციური ხართ, ვიდრე იყავით ხოლმე. ეს ემოცია კოსმოსურ ენერგიებთან და მზის დაბნელებასთან არის დაკავშირებული. გადადეთ 16 ივლისს ჩანიშნული მოლაპარაკებები და შეხვედრები. ეცადეთ ამ პერიოდში ადრე დაიძინოთ ხოლმე და ღამე არ გაათენოთ. თვის ბოლოს იწყება პერიოდი, როდესაც თქვენი კოსმიური კომპანიონი უნდა იპოვოთ.

    თევზები

    თევზებო, ამ პერიოდში თავდაჯერებულობა და კოსმიური ენერგია მოგემატებათ. ურთიერთობებში საკმაოდ პრაგმატული იქნებით. მართვის სადავეებს საკუთარ ხელში აიღებთ და უბრალოდ ლაღად იცურებთ ტალღებზე. შესაძლოა ისეთი რამის კეთება დაიწყოთ, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ – მაგალითად ხელოვნების სფეროს რომელიმე პროექტით დაკავდეთ. თქვენი გაზრდილი კრეატიულობის ფონზე, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თქვენი გუნდის წევრების მხარდაჭერა აღარ გაქვთ. ამან არ შეგაჩეროთ, იარეთ წინ. შექმენით ახალი სივრცეები ახალი ურთიერთობებისთვის. ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ ახალი ურთიერთობებიც შეიძლება იყოს ღრმა, სანდო და საინტერესო.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი