2019 წლის ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

    2019 წლის 13 ოქტომბერს სავსემთვარეობაა მოსალოდნელი. ასტროლოგები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ ძვირადღირებული ნივთების შეძენისგან. ოქტომბრის პირველი რიცხვიდან 12 რიცხვამდე, მთვარის მზარდი ფაზა გველის, რაც ნიშნავს იმას, რომ კარგი დროა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

    ვერძი

    ოქტომბრის თვის დასაწყისში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პირად ცხოვრებას. ნუ იქნებით ეჭვიანი. პირად ცხოვრებაში არეულობა  აისახება სამსახურის საქმეებსა და ბიზნესის წარმართვაში. მთელი თვის მანძილზე  შესაძლოა დაგჭირდეთ არა მხოლოდ მატერიალური, არამედ ემოციური მხარდაჭერა. თუ დაალაგებთ პირად ცხოვრებას, ურთიერთობა დასტაბილურდება. იზრუნეთ შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.

    კურო

    კუროებისთვის ოქტომბრის თვე მშვიდი და გაწონასწორებული იქნება. არ გაგიჭირდებათ რთული საკითხების მოგვარება. აგრეთვე, ვინც ბიზნესშია ჩართული წარმატებები ელის. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მარტოხელა კუროებისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი თვე იქნება, სიახლეები გელით სასიყვარულო ურთიერთობაში. თვის ბოლოს მოერიდეთ გულახდილ საუბრებს უცხო ხალხთან.

    ტყუპები

    ოქტომბრის თვის დასაწყისი მშვენიერი დროა, რათა პირადი ცხოვრება დაალაგოთ. მათ, ვინც უკვე იპოვა მეორე ნახევარი, საინტერესო და რომანტიული თავგადასავლები ელით. მეტ დროს გაატარებთ მეგობრებთან, დაესწრებით კულტურულ წვეულებებს და მიიღებთ ბევრ კომპლიმენტს, რაც თქვენს ემოციურ ფონს გააუმჯობესებს. თვის ბოლოს გააკონტროლეს მატერიალური მდგომარეობა, შეეცადეთ იყოთ უფრო დაკვირვებულები.

    კირჩხიბი

    კირჩხიბებისთვის თვის დასაწყისი შესანიშნავი დროა ემოციური და ფიზიკური ძალების აღსადგენად. მიიღეთ ბევრი ჯანსაღი პროდუქტი. თვის მეორე ნახევარში მეტად გამოავლინეთ თქვენი დიპლომატიური ნიჭი. დაისახეთ კონკრეტული მიზანი და მეტი დაკვირვებით მიჰყევით მიზნისკენ მიღწევის გზას. კირჩხიბებისთვის თვის ბოლო პერიოდი რეკომენდებული არ არის საქმიან ქაღალდებზე სამუშაოდ.

    ლომი

    ასტროლოგების თქმით, ლომებისთვის ოქტომბერი იქნება ყველაზე წარმატებული თვე მთელი წლის მანძილზე. შესაძლოა თავი იჩინოს ჯანმრთელობის პრობლემებმა, თუმცა ეს გადალახვადია. კარიერული წინსვლისთვის გამოავლინეთ  თქვენი ორატორული ნიჭი. მარტოხელა ლომებს შუა თვეში დაწყებული სასიყვარულო ურთიერტობა იმედგაცრუებას მოუტანს. თვის ბოლო პერიოდში ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს.

    ქალწული

    თქვენთვის თვის დასაწყისი ვალების გასტუმრების პერიოდი იქნება. მოერიდეთ ძვირადღირებული ნივთების შეძენას. შუა თვეში საბედისწერო შეხვედრა გელით. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, რათა არ დაკარგოთ სიყვარული. თვის ბოლოს მოიმატებს თქვენი სამუშაო და ძალიან ცოტა  თავისუფალი დრო დაგრჩებათ.

    სასწორი

    სასწორებს ელით ახალი სამსახური და ახალი ნაბიჯები კარიერაში. მკაფიოდ წარმოაჩინეთ თქვენი მოთხოვნები სამსახურში. შუა თვეში მოგინდებათ საკუთარ თავში გარკვევა და პირად სივრცეში ყოფნა. ნუ დანაღვლიანდებით, რადგან შესაძლოა საიდუმლო სასიყვარულო კავშირი გააბათ. თვის ბოლოს კი გელით მატერიალური კეთილდღეობა.

    მორიელი

    მორიელებისთვის ოქტომბრის თვე ცოტა ტრავმული პერიოდია. მოერიდეთ სპორტსა და  სხვა ფიზიკურ აქტივობებს. თვის დასაწყისში მიწვევევბი მოიმატებს. 9 რიცხვისთვის ახალ ფინანსურ წამოწყებებში დიდი სიფრთხილე გმართებთ. ამ პერიოდის შემდეგ, თქვენი მოსაგვარებელი იქნება საოჯახო და სამსახურის საქმეებიც, ამიტომ დასვენება დაგჭირდებათ. თვის ბოლოს შეიძენთ ახალ მეგობრებსა და საქმიან პარტნიორებს.

    მშვილდოსანი

    პარტნიორთან ნაკლებად დაძაბული ურთიერთობა გექნებათ, რაც ხელს შეუწყობს თქვენს ჰარმონიულ თანაცხოვრებას. ძალიან კარგი პერიოდია მეგობრებთან და ახლობლებთან შეხვედრებისთვის. თვის შუა რიცხვებში გაცნობილი ადამიანი თქვენთვის სანდო და მნისვნელოვანი გახდება. გელით რომანტიული თავგადასავლები. თვის ბოლოს ყური დაუგდეთ ახლობლების რჩევებს და გაითვალისწინეთ ისინი.

    თხის რქა

    თხის რქებისთვის ოქტომბერი საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესების თქვეა. თვის დასაწყისის მიწურულისთვის, გამონახეთ დრო მეგობრებთან ერთად გართობისთვის. მოერიდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის თვითნებურად მოგვარებას. თვის ბოლოს შეეცადეთ საყვარელ ადამიანთან გააუმჯობესოთ ურთიერთობა, მაგალითად, ერთად იშოპინგოთ ან გაისეირნოთ.

    მერწყული

    ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ და მოძლიერდებით. კარგი იქნება თუ მძიმე მუშაობის შემდეგ გამონახავთ დროს მოგზაურობისთვის. ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა. ნუ გაირთულებთ დამოკიდებულებას მეორე ნახევართან. თვის ბოლოს შესაძლოა ინტიმური უსიამოვნებები შეგექმნათ.

    თევზები

    ახალ საქმეებს მეტი ყურადღებით მიუდექით. განსაკუთრებით, როცა საქმე საოჯახო და ფინანსური საკითხების მოგვარებას შეეხება. ზოგადად, თევზები 2019 წლის ოქტომბრის თვეს მხიარულად გაატარებთ. ვინც დაქორწინებულია ელის სიახლეები ურთიერთობაში. დაესწარით სხვადასხვა კულტურულ და საზოგადოებრივ წვეულებებს, დრო დაუთმეთ მეგობრებს.


    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი