2019 წლის ტრენდული სათვალეები

    კარგი სათვალე იდეალური ლუქის განუყოფელი ნაწილია. გაზაფხული კი საუკეთესო დროა გარდერობის და ზოგადად, სტილის გასაახლებლად. გთავაზობთ 2019 წლის ყველაზე ტრენდულ მზის სათვალეებს ფორმის, ზომის და სტილის მიხედვით:

    ორიგინალური ფორმის ჩარჩო ფერადი შუშით  და ლეოპარდის პრინტით თქვენს ყოველდღიურ ჩაცმულობას უფრო მიმზიდველს და მოდურს გახდის.

    რეტრო სტილიც და ლეოპარდის პრინტიც ამ სეზონზე საკმაოდ აქტუალურია. თვალი გადაავლეთ ბებიას აქსესუარებს, შესაძლოა სუპერ ტრენდული სათვალე აღმოაჩინოთ, რომელიც ყველასაგან გამოგარჩევთ.

    შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პატარა ფორმის სათვალეებიც ისეთივე აქტუალურია, როგორც დიდი ფორმის. ამიტომ, შეარჩიეთ ის, რომელიც თქვენს სახეს იდეალურად ერგება და ნაკვთებს გამოკვეთს. კარგ სათავლესაც შეუძლია გაგიფუჭოთ სტილი თუ თქვენს სახეს არ შეეფერება.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი