2020 წლის გაზაფხულის საუკეთესო ლუქები ლონდონის მოდის კვირეულიდან

    Harpers Bazaar ლონდონის კვირეულის საუკეთესო ლუქებს აქვეყნებს. სიმონე როშას და ვიქტორია ბექჰემის კოლექციები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

    ამ სეზონზე როშამ ხაზი გაუსვა თავის ირლანდიულ ფესვებს. მისი შთაგონება ირლანდიელი ბიჭები გახდნენ, რომლებიც ტრადიციულად წმინდა სტეფანის დღესასწაულზე ნიბლიებზე ნადირობენ. ჩვენება ვიქტორიანული ეპოქის რესტავრირებულ თეატრში, Alexandra Palace-ში გამართა. კოლექცია გამოირჩეოდა როშასთვის დამახასიათებელი სილუეტებითა და ყვავილებით მოქარგული ორგანზებით.

    რაც შეეხება ვიქტორია ბექჰემს, მან წარმოადგინა სამუშაო სტილის ტანსაცმელი და საღამოს კაბები, რომლებიც ინსპირირებული იყო 70-იანი წლების მოდით.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი