2020 წლის CFDA-ს მოდის დაჯილდოების გამარჯვებულები

    გლობალური ჯანმრთელობის კრიზისის ფონზე, მოდის ინდუსტრიას მოქმედების ისეთი კურსის არჩევა მოუწია, რომელიც პირველ რიგში უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს. შედეგად, 2021 წლის გაზაფხულის სეზონის ნიუ-იორკის მოდის კვირეული ციფრული გახდა, სადაც ბრენდები  თავიანთი კოლექციების წარმოსაჩენად ონლაინ პლატფორმებს იყენებენ. ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოსაც მოუწია პროგრამირებაში ცვლილებების შეტანა. სავაჭრო ასოციაციამ CFDA, ონლაინ პლატფორმის, Runway 360-ის საშუალებით გამოავლინა გამარჯვებულები.

    ,,გალას არარსებობა საშუალებას გვაძლევს ყურადღება გავამახვილოთ გლობალური პანდემიის დროს დიზაინერების მხარდაჭერაზე, სტიპენდიების მიმართულებით ჩვენი ძალისხმევის გაზრდასა და მოდის რასობრივ სამართლიანობაზე. გადავწყვიტეთ წელს ყურადღება მხოლოდ ჩვენი დიზაინერების ნომინანტებზე გავამახვილოთ”- განაცხადა CFDA-ს თავმჯდომარემ ტომ ფორდმა.

    გთავაზობთ, 2020 წლის CFDA-ს მოდის დაჯილდოების გამარჯვებულებს.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი