2020 წლის საახალწლო დეკორის ტენდენციები – როგორ და რა ფერებში მოვრთოთ სახლი?

    თეთრი ვირთხის წელი ახლოვდება. დროა წინა წლის საახალწლო აქსესუარები ყუთში შევინახოთ და თეთრი ვირთხის წელიწადისთვის შესაფერის დეკორაციებზე ვიფიქროთ.

    ახალი წლის განწყობაზე ყველაფერი მოქმედებს: საშობაო აქსესუარები, მოციმციმე განათებები (გარეთ თუ სახლში), საშობაო ფილმები, მუსიკა და რა თქმა უნდა, ნაძვის ხე.

    იმისათვის, რომ 2020 წელს განსაკუთრებულად კარგი განწყობითა და დადებითი ენერგიით შეხვდეთ, წარმოგიდგენთ ტრენდულ დეკორაციებს, რომლებიც იდეალური სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.

    შეარჩიეთ თეთრი ვირთხის ფერები: ვერცხლისფერი, ოქროსფერი და შავი.

    კედელზე წრიულად განალაგეთ ჰელიუმის ბუშტები და საახალწლო ლენტები.

    გამოჭერით შამპანიურის ბოთლის ფორმის შეფუთვები კანფეტებისთვის შავსა და ოქროსფერ ფერებში.

    2020 წელს ტრენდული იქნება პატარა თეთრი ვირთხის სათამაშოები, განწყობისთვის შეგიძლიათ ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ.


    სუფრაზე დადეთ ოქროსფერი თეფშები, შამპანიურის ჭიქებს შემოახვიეთ ვერცხლისფერი ლენტი.

    2020 წელს ტრენდული იქნება ცივი ფერი, შესაბამისად ნაძვის ხე გაანათეთ თეთრი და ყვითელი ციმციმა ნათუურებით.

    სუფრა შეგიძლიათ თეთრი, სადა ყვავილებით გააფორმოთ.


    საჩუქრების შესაფუთად, ფერადი ქაღალდების ნაცვლად, თეთრი ნაჭერი გამოიყენეთ.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი