ტუჩსაცხი ჩვენს მაკიაჟს საბოლოო, დასრულებულ იერს სძენს. სწორად შერჩეულ ფერს კი შეუძლია, რომ უბრალო Make up-ი გლამურულ მაკიაჟად აქციოს. როგორი სტილიც არ უნდა მოგწონდეთ (მკვეთრი ფერი თუ ბაცი, ტუჩის ფერი), ჩვენს სტატიაში აუცილებლად იპოვით თქვენს ფავორიტ ფერს და ბრენდს.
გაგიკვირდებათ და კლასიკური ლურჯი 2020 წლის მთავარი ფერია. თუ გგონიათ, რომ ლურჯი საცხის წასმას განსაკუთრებული გარეგნობა ან გამბედაობა სჭირდება, ძალიან ცდებით. უბრალოდ აიღეთ, წაისვით და დატკბით თქვენი BOLD ტუჩებით, მიიღეთ ბევრი კომპლიმენტი.
თუ მსგავსი თამამი გადაწყვეტილებები არ გხიბლავთ, მაშინ იფიქრეთ “შარლოტ ტილბურის,” “ბარბერის” და “ივ სენ ლორენის” ამ ულამაზეს ტონებზე.
მაშ ასე, გთავაზობთ 2020 წლის ყველაზე ტრენდულ ფერებს და მომხმარებლის ფავორიტ ბრენდებს.





















