2020 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული საცურაო კოსტიუმები

    იდეალური საცურაო კოსტიუმის შერჩევა/პოვნა არც ისე მარტივია. როგორც წესი, მთავარი მოთხოვნაა, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი უპირატესობები, დავმალოთ ხარვეზები, თავი ვიგრძნოთ კომფორტულად და რაც მთავარია, საცურაო კოსტიუმი იყოს ლამაზი და განსხვავებული.

    გაზაფხულის პირველი ნახევარი იდეალური დროა საცურაო კოსტიუმის საყიდლად, რადგან ამ პერიოდში, თითქმის ყველა მაღაზიაში უახლესი კოლექციები ჩამოდის. თუ ამ საქმეს ზაფხულისთვის გადავდებთ, შესაძლოა ან მოდელი აღარ დაგვხვდეს, ან ზომა.

    იმისათვის, რომ საცურაო კოსტიუმის შერჩევის პროცესი გაგიადვილოთ, გთავაზობთ “ჰარპერს ბაზარის” მიერ გამოქვეყნებული ყველაზე მოდური და ლამაზი საცურაო კოსტიუმების ფოტოებს.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი