2021 წლის გაზაფხულიდან ვალენტინო მილანში გადავა

    ვალე ნტინო

    “ვალენტინო” 2021 წლის გაზაფხულიდან იტალიაში გადადის. ცნობილმა ბრენდმა გამოაცხადა, რომ ის პარიზის მოდის კვირეულიდან “აიბარგება” და მილანში დაიდებს ბინას. “ვალენტინო” შოუს მილანში 27 სექტემბერს წარადგენს. ადგილის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება გლობალური პანდემიის საპასუხოდ იქნა მიღებული, რამაც მოდის ინდუსტრია თავდაყირა
    დააყენა.

    ,,მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით მოგვიწევს წინასწარ მივიღოთ გადაწყვეტილებები, დავიცვათ ჩვენი რესურსი, ხალხი და საშუალება მივცეთ ბრენდს, დარჩეს აქტუალური, ალტერნატიული შესაძლებლობების შესასწავლად. გვჯერა, რომ უფრო ეთიკური იქნება ახალი შოუს წარმოება იტალიაში, მილანში. მტკიცედ გვჯერა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოდის სისტემაში მონაწილეობის მნიშვნელობის ხაზგასმას“-განაცხადა “ვალენტინოს” აღმასრულებელმა დირექტორმა Jacopo Venturini-მ.~

    WWD– ს თანახმად, მილანის მოდის კვირეული 50 ციფრული ღონისძიებისა და 28-მდე პირადი შოუს ნაზავი იქნება. სავარაუდოდ, ვალენტინო დაიცავს ამ უკანასკნელ ფორმატს, სხვა ცნობილ ბრენდებთან ერთად, როგორიც არის Fendi, Prada, Versace, Max Mara, Alberta Emporio Armani, Salvatore Ferragamo, Etro.

    ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ COVID-19– ის შუა პერიოდშიც კი, იტალიის
    მოდის ინდუსტრია ყველაფერს აკეთებს კომერციის შენარჩუნებისთვის – რა თქმა
    უნდა უსაფრთხოების ზომების დაცვით.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი