4 ყველაზე შთამბეჭდავი და უჩვეულო სასტუმრო საქართველოში

    გამორჩეულად ლამაზი და მრავალფეროვანი საკურორტო ზონების დამსახურებით, საქართველოს ყოველ წელს უამრავი ტურისტი სტუმრობს. სასტუმროების მფლობელები ცდილობენ, მომხმარებელს განსაკუთრებული სერვისი და გარემო შესთავაზონ. ზოგიერთი ვინტაჟურ ან ბოჰემურ სტილს ირჩევს, ზოგიც უპირატესობას მაინც კლასიკურ სტილს ანიჭებს. რაც არ უნდა იყოს, ყველა სასტუმროს მიზანი ერთია – სტუმარი მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეს.

    წარმოგიდგენთ ყველაზე ლამაზ და არაორდინალურ სასტუმროებს, რომლებიც საქართველოში ნაკლებად ცნობილია, თუმცა ვიზიტორებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უტოვებს.

    სასტუმრო ,,დუენდე’’ ლაგოდეხში

    ულამაზესი სასტუმრო სახელად “დუენდე,” რომელიც ესპანურად ვნებას ნიშნავს, ესპანელმა წყვილმა ლაგოდეხის სოფელ ხიზაში ააშენა. ტყიანი ეზო, ნომრები ტყეში და მდინარე ნინოს პირას მდგარი კოტეჯი დაუვიწყარ შეგრძნებებს დაგიტოვებთ.

     

    კარავი სასტუმრო ამბროლაურში

    რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ეგზოტიკური კარვების სასტუმრო მდებარეობს. ტყეში ჩაფლული ნომრები მაქსიმალურ კომფორტსა და იდეალურ ხედებზეა გათვლილი. აღჭურვილია ყველა საჭირო ატრიბუტით (სამზარეულო, ტერასა, მინი კინოთეატრი და სხვა).

    ჰეშკილის ქოხები

    ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფელ ჰეშკილში რამდენიმე ქოხია, რომელთაგანაც ერთ-ერთი პირდაპირ ხეზეა განთავსებული, ზუსტად ისე როგორც ზღაპრებში. ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ეს ნომერია.

    მეხუთე სეზონი

    სასტუმრო ჯუთაში, რომელიც ზღვის დონიდან 2360 მეტრზე მდებარეობს, თავისი სილამაზით გულგრილს არ დაგტოვებთ. მისი შემქმნელი გელა არაბულია, რომელმაც სასტუმროს სახელი მეგობრის, ალუდა ქეთელაურის ხსოვნის საპატივცემულოდ დაარქვა. მეხუთე სეზონი ყველა სეზონისგან გამორჩეულია, ზოგი თავისუფლებას ჰპოვებს იქ, ზოგიც სიყვარულს.

    2 კომენტარები

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი