4 პროდუქტი, რომელიც აკნეს გაჩენას უწყობს ხელს

    დერმატოლოგთან რეგულარული ვიზიტები და სწორად შერჩეული საშუალებები სულაც არ არის იმის გარანტია, რომ აკნე არასოდეს გაგიჩნდებათ. იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ გამონაყარის გაჩენის შანსი, ყურადღებით შეარჩიეთ საკვები. ჩვენ მოგიყვებით, რომელი პროდუქტები ამოიღოთ რაციონიდან და რომელი დაამატოთ.

    რძის პროდუქტები

    მაღაზიაში შეძენილმა რძემ შესაძლოა გამონაყარი გამოიწვიოს. ამის მიზეზია ძროხების ხშირი მოწველა. ამ სტრესის გამო მათ რძეში პროგესტერონის დონე რამდენჯერმე იმატებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რძე ნატურალურია მასში სტრესის ჰორმონი დიდი რაოდენობითაა, მათ შორის კორტიზოლი. სწორედ ეს იწვევს გამონაყარს.

    მარტივი ნახშირწყლები

    მარტივ ნახშირწყლებს ჩვენი ორგანიზმისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვთ, ამიტომ დიეტოლოგები ამ პროდუქტების ტაციონიდან ამოღებას გვირჩევენ. მათი “დამსახურებით” სისხლში შაქრის დონე იმატებს და კანის პრობლემებს იწვევს.

    ქოქოსის ცხიმი

    მიუხედავად იმისა, რომ ქოქოსის კარაქი კანის მოვლის საკმაოდ პოპულარული საშუალებაა, საჭმელში დიდი რაოდენობით მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

    შოკოლადი

    თუ დიეტისას შავ, 70% შოკოლადს მივირთმევთ, აკნეს დროს პირიქით, რძიანი შოკოლადი უნდა მივირთვათ. კაკაო გამონაყარის გაჩენას უწყობს ხელს.

    აკნეს პრევენციისთვის სასურველია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის, პრობიოტიკების, ანტიოქსიდანტებისა და თუთიის მიღება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი