5 ფილმი რომელიც საახალწლო განწყობას აგიმაღლებთ

    დღესასწაული – სიტყვა, რომელიც გაგონებისთანავე იწვევს დადებით ემოციებს. დღესასწაულთან ყველაფერი დადებითი, მხიარული და ბრჭყვრიალა ასოცირდება.

    ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის განწყობას ქაოსურ სამზადისთან ერთად, ბუხართან კომფორტულად მოწყობა და საშობაო ფილმების ყურებაც გვიქმნის. ზოგიერთი ფილმი ახალი წლის ნამდვილ ტრადიციად იქცა.

    წარმოგიდგენთ 5 საახალწლო ფილმს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ:

    1. ნამდვილი სიყვარული – შობა ეს არის კიდევ მიზეზი იმისა რომ საყვარელ ადამიანს უთხრათ თბილი სიტყვები. ფილმში თქვენ ნახავთ რამდენიმე სიყვარულის ისტორიას: ქალებს, რომლებიც იჭერენ ქმრებს ღალატში, მოზარდ ყველაზე ლამაზ გოგოს სკოლაში, მარტოხელა მამას შვილთან ერთად და სხვა. შობა კი აერთიანებს მათ ბედს.

    2. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა – ეს ფილმი ახალი წლის ტრადიციაა! ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ახალი წლის ღამეს გრინჩის მზაკვრულ თავგადასავალს არ უყურებს.

    3. პოლარული ექსპრესი – პატარა ბიჭს არ სჯერა სანტას არსებობის და არ უყვარს შობა. შუაღამეს, დღესასწაულის დადგომამდე მას მიეცემა არაჩვეულებრივი შანსი იმისა, რომ მოხვდეს ჯადოსნურ მატარებელში და სტუმრად წავიდეს თავად სანტასთან.

    4. მარტო სახლში – რვა წლის ბიჭის, კევინ მაკკალისტერის დაუჯერებელი თავგადასავალი, რომელმაც ყველა ასაკის მაყურებლის გული დაიპყრო, ამიტომაც შემქმნელებს მოუხდათ გადაეღოთ ფილმის გაგრძელება. ამ ფილმის ოთხივე ნაწილი საახალწლო საღამოების განუყოფელი ნაწილია.

    5. ინტუიცია – ამბავი ორი, ერთმანეთისთვის უცხო ადამიანის შეხვედრის, მათი სიყვარულისა და შემთხვევითობის შესახებ. მათი ისტორია საახალწლო საყიდლებისას, ერთ-ერთ სუპერმარკეტში იწყება.

    ავტორი: თამო მანთაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი