თუ გგონიათ, რომ ინსტაგრამზე პოპულარობას მხოლოდ ახალგაზრდები იხვეჭენ, ძალიან ცდებით. Vogue იმ ინსტაგრამ ბლოგერების შესახებ გვიყვება, რომლებიც ასაკის მიუხედავად იმდენს ახერხებენ, რომ ახალგაზრდა “უნაკლო” ინსტაგრამერებს გამომწერების რაოდენობით არ ჩამოუვარდებიან.
“ინსტაგრამის ბებიების” ასაკი 55-დან 91 წლამდე მერყეობს. ზოგი ცნობილი მოდის სახლების უახლეს სამოსს ირგებს, ზოგი კი აგრესიულ რეპს უსმენს. ამ ქალბატონებს ერთი საერთო აქვთ – ისინი სიცოცხლით ტკბებიან!
მაშ ასე, გაიცანით ისინი:













