5 ნიშანი, რომელიც დომინანტ ქალებს ახასიათებთ

    ძლიერი, დომინანტი ქალი უნიკალური არსებაა, რომელსაც საკუთარი თავის ურყევი რწმენა აქვს. როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ დიდი გავლენა აქვს ზოდიაქოს და სტიქიას. ზოდიაქოს ნიშნები ოთხ ძირითად სტიქიად იყოფა: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. დომინანტი ქალები ძირითადად ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან. მათ რიცხვს მიეკუთვნება ლომი, ვერძი და მშვილდოსანი. ეს სამეული ცნობილია, როგორც ‘’ცეცხლისსისხლიანი.’’

    დომინანტ ქალებს აქვთ უნარი გაუმკლავდნენ პრობლემებს წარსულის გამოცდილებით. გადატანილი ტრამვა შეუძლიათ ძლიერ მხარედ აქციონ. როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, დომინანტი ქალი არ მანიპულიებს პარტნიორით, უბრალოდ სურს ჰყავდეს ძლიერი ზურგი, რომელსაც პატივს სცემს. ასეთი ქალები მუდმივად მოქმედებენ და ერთ ადგილას არასოდეს ჩერდებიან.

    წარმოგიდგენთ 5 ძირითად ნიშანს, რომელიც ახასიათებს დომინანტ ქალს:

    1. დომინანტმა ქალმა ყოველთვის იცის უარყოფითი მხარეების შესახებ – ისინი ამაყნი არიან საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარით. არ ეშინიათ ან ესირცხვილებათ ნაკლი. თუ თქვენ ცდით და მის ნაკლს მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენებთ, ამით მათ ვერ ატკენთ. იგი მოგისმენთ და რჩევას მიიღებს თუმცა მაინც ისე მოიქცევა, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. დომინანტ ქალს ვერ გააკონტროლებთ.

    2. დომინანტი ქალი ყოველთვის დამოუკიდებელია – დამოუკიდებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ის ასეთად დაიბადა და დომინანტობა თანდაყოლილი რამაა რაც ბუნებამ გვიბოძა. ასეთ ქალებს აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უნარები, ჩამოყალიბდნენ დომინანტებად. აქვთ განათლება, მუდმივად ეძებენ სიახლეს. რა პრობლემაც არ უნდა იყოს იგი აუცილებლად მონახავს გზას  მის აღმოსახვრელად.

    3. არ ეშინია ემოციების – ზოგიერთ ადამიანს ემოციები ‘’ღუპავს.’’ შესაძლოა ერთი შეხედვით გაწონასწორებული და თავდაჯერებული ჩანდეს, მაგრამ როგორც კი სენსიტიური თემის წინაშე აღმოჩნდება, ემოციები იწყებენ მის მართვას. დომინანტი ქალი ასეთი არაა – ის გრძნობს ემოციებს და არ აშინებს მათი გამოხატვა. თუ მოწყენილია არ მოერიდება ტირილის, თუ ბედნიერია ამაყად გაუზიარებს პარტნიორს.

    4. რწმენა – არაფერია იმაზე ძლიერი ვიდრე რწმენა. დომინანტ ქალებს საკუთარი თავის ურყევი რწმენა აქვთ. შესაძლოა ეს ეგოიზმსა და ნარცისიზმშიც კი გადაიზარდოს, თუმცა ნამდვილი დომინანტი ქალი ისაა, ვინც ამ ორ უკიდურესობას შორის ზღვარს იცავს.

    5. პირდაპირი და გულწრფელია – დომინანტი ქალი არასდროს ერიდება სიმართლის პირში თქმას, რაც არუნდა მტკივნეული და რთული მოსასმენი იყოს. თუ თქვენ ასეთი პარტნიორი გყავთ, საზეიმოდ გაქვთ საქმე, რადგან მისგან ტყუილს ვერ მოისმენთ.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი