5 ქალაქი, სადაც ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდებიან

    ახალი წლის ჯადისნური დღესასწაული ყველა ადამიანში განსაკუთრებულ ემოციებსა და დადებით შეგრძნებებს იწვევს. ყველა ქვეყანაში ტრადიციების მიხედვით აღნიშნავენ ახალი წლის საღამოს. წარმოგიდგენთ CNN-ის მიერ დასახელებულ 5 ყველაზე ლამაზ ადგილს, სადაც ახალ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

    1. ლონდონი

    ინგლისში ახალი წელი გასაოცარი ფოიერვერკით აღინიშნება, რომელსაც თან ერთვის ზარების რეკვა Big Ben-ზე. ხმაური და სანახაობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება. ლონდონური ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ მდინარე ტემზას რომანტიული ხედებითაც დატკბეთ.

    2. დუბაი

    დუბაი არაერთხელ იყო რეკორდსმენი ფოიერვერკების ხანგრძლივობითა და გრანდიოზული საახალწლო სანახაობით, რომელსაც ადგილობრივების გარდა,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს.

    3. ნიუ-იორკი

    Time Square-ზე შეკრებილი მილიონობით ადამიანი ელოდება საახალწლო ბურთის ანთებას, გრანდიოზულ ფეიერვერკებსა და დაუვიწყარ საახალწლო შოუს. ქალაქში, რომელსაც არასდროს სძინავს ახალი წელი ყოველთვის დასამახსოვრებელია.

    4. ლას ვეგასი

    ყველაზე გადატვირთული და ხმაურიანი ქალაქი, სადაც საახალწლო სიჭრეელე და მრავალფეროვნება ყოველთვის შესამჩნევია. სასტუმროები, კლუბები და სხვა გასართობი ცენტრები დაუვიწყარ შოუს სთავაზობს დამსვენებელს.

    5. მოსკოვი

    თუ ახალი წლის ღამის აღნიშვნას მოსკოვში გადაწყვეტთ, მზად იყავით ყველაზე ცივი ღამისთვის, რადგან აქ  ზამთარი განსაკუთრებით მკაცრია. თუმცა, მიუხედავად ამისა, წითელ მოედანზე უამრავი ადამიანი გამოდის და ტკბება დაუვიწყარი ხედებით, განათებული მოედნითა და სკულპტურებით.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი