5 საუკეთესო ვარცხნილობა მრგვალი სახისთვის!

    მათ, ვისაც მრგვალი სახის ფორმა აქვთ, ხშირად უჭირთ ვარცხნილობის შერჩევა, ყოველთვის ცდლობენ თმა ისე გაიკეთონ, რომ სახე უფრო გამხდარი გამოუჩდნეთ და ნაკვთები გამოეკვეთოთ. იმისათვის, რომ საქმე გაგიადვილოთ, გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო ვარცხნილობას.

    „ჩოლკამ“ (ქართულად წინამო) შესაძლოა სახე კიდევ უფრო მრგვალი გამოაჩინოს, თუმცა, თუ გინდათ რომ მოდურიც იყოთ და ეს პრობლემაც არ შეგექმნათ, ჯობს ჩოლკა გვერდზე გადაიწიოთ ხოლმე. ასე სახის ნაკვთები უფრო გამოიკვეთება და აქცენტი თვალებსა და ტუჩებზე გაკეთდება.

    თუ კლასიკური და ელეგანტური ვარცხნილობა გინდათ, ემა სტოუნის არჩევანი დაგეხმარებათ. ის ძირითადად გვერდზე გადაწეულ თმას ანიჭებს უპირატესობას. როგორც თავად ამბობს, „ასე ასიმეტრიული ადგილები იმალება და აქცენტი ყბაზე და ტუჩეზე გადადის.“

    ექსპერიმენტების მოყვარულებისთვის ეს ვარცხნილობა ნამდვილად გამოწვევაა. ასე, რომ თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, დროა გადაწყვეტილება მიიღოთ!

    მოკლე, ტალღოვანი თმა მშვენიერი გადაწყვეტილებაა. ცნობილი ფაქტია, რომ ტალღოვან თმაში ნაკლი იმალება, ხოლო სწორი თმა ყველა დეტალს აჩენს. არამგონია ჩისი ტეიგანი რამეს მალავდეს, მაგრამ ეს სტილი ნამდვილად უხდება.

    გრძელი, ტალღოვანი თმა, რომელიც არც შუაზეა გაყოფილი და არც გვერდზე. ცოტა ქაოტურია და აქცენტს სახის ფორმაზე არ აკეთებს. საერთო ჯამში კი სექსუალურს და მიმზიდველს გამოგაჩენთ.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი