5 საზაფხულო ლუქი, რომელიც სამუდამოდ გადაჭრის პრობლემას ,,რა ჩავიცვა?’’

    ზაფხულში, როდესაც მზე ყველაზე ახლოსაა და გარეთ ტემპერატურა დღითი დღე იმატებს, ალბათ, რაც არ უნდა ჩავიცვათ, დღის რომელიმე მონაკვეთში მაინც დაგვცხება. სახლიდან გასვლის წინ ხშირად დაგვისვამს საკუთარი თავისთვის ეს კითხვები: ,,რა ჩავიცვა?’’ ,,ამაში ძალიან ხომ არ დამცხება?’’ ,,ლამაზია მაგრამ ნაკლებად კომფორტული, ღირს ასე წასვლა’’? და სხვა.

    თუმცა, თუ რამდენიმე მოდურ და ამავდროულად კომფორტულ ლუქს შევარჩევთ, შესაძლოა მარადიულ კითხვაზე “რა ჩავიცვა?’’ ფიქრი საჭირო აღარ გახდეს.

    დავიწყოთ:
    Zoe skirt – მაღალწელიანი აბრეშუმის გრძელი ქვედაბოლო და სანდლები. რა შეიძლება იყოს უფრო გრილი სამოსი ცხელ ზაფხულში?

    Club c 85 Vintage  – პიჟამას ვინტაჟური სტილი არასდროს ძველდება. იგი კომფორტისა და სილამაზის ნაერთია, რომელიც მთლიანობაში ორიგინალურ ლუქს ქმნის.

    Rose Bella maxi wrap dress – ფუშფუშა ჭრელი კაბა, რომელიც მეტალის ქუსლიან ფეხსაცმელს იდეალურად ერგება და ელეგანტურ ლუქს ქმნის. ამ ლუქში ნამდვილად იგრძნობთ ზაფხულის სეზონის გლამურს.

    Beverly Destressed denim shorts – გრძელი ჯინსის შორტები, რომელიც იდელაურად ერგება ტანს. უხდება როგორც კლასიკური, ასევე თავისუფალი სტილის ფეხსაცმელი და ზედა. ის ზაფხულის ერთ-ერთი კომფორტული და მარტივად ასარჩევი ტრენდია.

    Tora top in powder blue  – მოკლე სტილის ტოპი, რომელსაც აქვს მისივე ფერის მაღალწელიანი შორტი. შემოსაცმელი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ბევრი ფიქრის გარეშე აარჩიოთ გარდერობიდან.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი