5 ზღაპრული ადგილი სადაც დაუვიწყარ შობას გაატარებთ

    დეკემბერი გამორჩეული თვეა, განსაკუთრებით ქრისტიანებისთვის. 25 დეკემბერი კათოლიკური შობის დღესასწაულია და ძირითადად ევროპის ქვეყნებში აღინიშნება. ამ ჯადოსნური სანახაობისთვის უამრავი ტურისტი იყრის ხოლმე თავს. წარმოგიდგენთ ქალაქების ჩამონათვალს, სადაც ნამდვილი ზღაპარი დაგხვდებათ:

    რომი, იტალია

    თუ გინდათ შობას გამორჩეულად შეხვდეთ, აუცილებლად ეწვიეთ რომს, უფრო ზუსტად ვატიკანს. შესაძლოა გაგიმართლოთ და იშოვოთ ბილეთი საშობაო მესაზე, რომელიც წმინდა პეტრეს ბაზილიკაში იმართება და რომელსაც თავად პაპი აღავლენს. თუ ვერ შეძელით ბილეთი ყიდვა, მოედანზე პირდაპირი ტრანსლაციით შეგიძლიათ დატკბეთ, ან პიაცაზე გაისერნოთ და ულამაზესი საშობაო ბაზრობა მოინახულოთ.

    კვებეკი, კანადა

    კვებეკი კიდევ ერთი ზღაპრული ადგილია, რომელიც საშობაო დღეებში კიდევ უფრო მომაჯადოვებელი და ლამაზი ხდება. ძველი პატარა სახლები, საშობაოდ მორთული ბრჭყვიალა ვიტრინები, დათოვლილი ქუჩები და სიმყუდროვე ნამდვილ ზღაპარს მოგაგონებთ. შეგიძლიათ დაესწროთ “აქვარიუმ ლაით ფესტივალს”, სათამაშოების ფესტივალს და გაიცნოთ ნამდვილი სანტა. ან უბრალოდ გაისეირნოთ საშობაო ბაზრობაზე და დააგემოვნოთ ტკბილეული.

    ისრაელი

    საუკეთესო ადგილი, რომელიც საშობაოდ შეგიძლიათ მოინახულოთ ისრაელია. შეგიძლიათ ესტუმროთ შობის ტაძარს, სადაც იესო დაიბადა. ქალაქში იმართება საშობაო ღონისძიებები, ბაზრობები და საშობაო პროცესიები. როგორც ამბობენ, იერუსალიმის საშობაო ბაზრობა ყველაზე შთამბეჭდავია მთელს ახლო აღმოსავლეთში. ნაზარეთში კი ულამაზესი, ფერადი პროცესია იმართება მთელი ქალაქის მასშტაბით, რომელიც ხარების ტაძარში სრულდება საშობაო მესითა და ფოიერვეკით.

    ჩრდილოეთ პოლუსი, ალიასკა

    ლიასკაზე თუ გადაწყვეტთ მოგზაურობას, თქვენ ნახავთ ნამდვილი სანტა კლაუსის ნამდვილ სახლს. ამ სახლში სანტასთან ყოველწლიურად 400,000 წერილი მიდის. გაგიკვირდებათ და მოხალისეები ყველა წერილს პასუხობენ სანტას სახელით. რაც შეეხება სანტას, ის მუდამ მზადაა თქვენს მსაღებად, მთელი წლის განმავლობაში მას უამრავი ადამიანი სტუმრობს. ასე რომ, აუცილებელი არ არის ზუსტად 25 დეკემბერს ეწვიოთ (თუ ყინულის ულამაზესი ქანდაკებების გამოფენის ნახვა არ გინდათ, რომელიც მხოლოდ საშობაოდ ეწყობა).

    რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

    1 დეკემბერს ბრაზილიელები რიოში, კოპაკაბანას სანაპიროზე ყველაზე მაღალ, 52 მეტრიან მცურავ ნაძვის ხეს ხსნიან. ღონისძიება სადღესასწაულო საყვირებისა და ფოიერვერკის ფონზე მიმდინარეობს. ნაძვის ხე წყალზე იანვრის პირველ რიცხვებამდე ტივტივებს ხოლმე. სხვათა შორის, წლის ამ დროს რიოში საკმარისად თბილა, შეგიძლიათ იცუროთ და გაირუჯოთ.

    საშობაოდ სანახავი საუკეთესო ადგილების ჩამონათვალშია ასევე სან ხუანი (პუერტო რიკო), სამხრეთ ისლანდია, კანარის კუნძულები (ესპანეთი) და სამხრეთ კალიფორნია.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი