6 მთავარი შეცდომა, რომელსაც გახდომისას უშვებთ

    “დაიკელით 10 კილოგრამი 10 დღეში!” ალბათ, მსგავსი შინაარსის ტექსტებს ინტერნეტში ხშირად აწყდებით. სწრაფად დასაკლები დიეტები ხომ ყველაზე “მოთხოვნადია.”

    უეცრად გაიგეთ, რომ 5 დღეში ქორწილში ან დაბადების დღეზე მიდიხართ, თქვენ კი გინდათ უფრო მოხდენილად გამოიყურებოდეთ. რას აკეთებთ ამ დროს? ინტერნეტში ეძებთ ე.წ. “მომაკვდინებელ” დიეტებს. არადა, უკვე ყველამ ვიცით, რომ ასეთი დიეტები აბსოლუტურად არარეალური და სახიფათოა. სინამდვილეში, კლების პროცესში ყველაზე მეტად ზედმეტ კილოგრამებზე გამუდმებული ფიქრი გვიშლის ხელს. გთავაზობთ ექვს მთავარ შეცდომას:

    თქვენი წონა მხოლოდ ციფრებია

    იმას, თუ როგორ გრძნობს ადამიანი თავს, როგორ გამოიყურება ან რამდენად ჯანმრთელია, ციფრებით ვერ შევაფასებთ. ერთადერთი, რაზეც უნდა იფიქროთ, სწორედ ჯანმრთელობაა. კილოგრამების ციფრებზე ფიქრი თავიდან ჯანმრთელობის პრობლემებს ვერ აგარიდებთ. არ არის აუცილებელი სწრაფად და უცებ დაიკლოთ. მთავარია ისე გახდეთ, რომ იყოთ ჯანმრთელი.

    წონა მთელი დღის განმავლობაში იცვლება 

    თმა სველი გაქვთ, ფეხსაცმელი გაცვიათ ან ბევრი აქსესუარი გიკეთიათ? თქვენს წონაზე გავლენას უამრავი რამ ახდენს. თუ ბევრ წყალს დალევთ წონა მოიმატებს, მძიმე ვარჯიშებს თუ გააკეთებთ, პირიქით – დაიკლებთ. საერთოადაც, შეიძლება, საკვებს ზღუდავდეთ, მაგრამ წონა არ იძვროდეს. ყოველდღე ნუ აიწონებით. წონა მხოლოდ კვირაში ერთხელ აკონტროლეთ. ასე არც სტიმულს დაკარგავთ და არც სასწორზე ყოველი დადგომისას დაისტრესებით.

    წონა მთელი თვის განმავლობაშიც იცვლება 

    გარდა იმისა, რომ წონა დღის ყველა მონაკვეთში სხვადასხვაა, იგივე ხდება თვის მანძილზეც. მაგალითად, ქალების შემთხვევაში, მენსტრუალური ციკლი გავლენას ახდენს წონაზე. თვის გარკვეულ დროს, შეიძლება უფრო მძიმეც კი აღმოჩნდეთ. პერიოდამდე რამდენიმე დღით ადრე, ორგანიზმი წყალს აკავებს, რის გამოც შეიძლება სტრესში ჩავარდეთ და ჩათვალოთ, რომ მოიმატეთ. დასრულდება თუ არა ციკლი, ყველაფერი მწყობრში ჩადგება.

    წონა და ვარჯიში

    შესაძლოა ვარჯიშობთ, წონა კი შემცირების მაგივრად, იმატებს. რაც უფრო მეტია კუნთეოვანი მასა, რაც უფრო მკვრივია ადამიანი, მით უფრო მეტია წონაც. ასე რომ, თუ თქვენი კუნთები დაიწყებს მატებას, ამით თქვენი წონა შეიძლება სულად არ შემცირდეს. მაგრამ არ დანებდეთ და არ შეეშვათ ვარჯიშს. ფიზიკური აქტივობა გულს აჯანმრთელებს, მეტაბოლიზმის პრობლემას აგვარებს და ძვლებსაც უფრო ძლიერს ხდის. დადეთ ოთახში თვალსაჩინო ადგილზე საყვარელი ჯინსი და გააგრძელეთ ვარჯიში, სანამ მასში არ ჩაეტევით.

    სიმსუქნე ცუდ ჩვევებს ახალისებს

    თუ თქვენი ერთადერთი მიზანი წონის დაკლებაა, შესაძლოა ამის მისაღწევად “არაჯანსაღი” ნაბიჯები გადადგათ. ზოგჯერ ჩვენ ვკონცერტრირდებით მხოლოდ წონაზე, ამან კი, შესაძლოა, არასწორი ჩვევები გამოგვიმუშაოს. ხშირად ჯანმრთელობას უზარმაზარი რისკის წინაშე ვაყენებთ. ორგანიზმს საკვები ნივთიერებები ყოველთვის სჭირდება, ხოლო თვითნებური დიეტებით უამრავი ზიანის მოტანა შეგიძლიათ. ისევე როგორც არასწორი ან ექსტრემალური ვარჯიში დაგაზარალებთ. ხშირად ადამიანები მოწევას თავს გასუქების შიშის გამო არ ანებებენ. ესაც ერთ-ერთი შეცდომაა – სიგარეტი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კუჭის მოქმედების მასტიმულირებელი საკვებით (კივი ან ვაშლი უზმოზე) და ფეხით სიარულით.

    წონა უარყოფითად განგაწყობთ

    რა არის წონის პრობლემა? რაციონიდან საყვარელი საკვების ამოღება, გარკვეულ სისუსტეებზე უარის თქმა, კომპრომისზე წასვლა და მუდმივი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება? თუ საკითხს ასე მიუდგებით, ეს მოტივაციას ნამდვილად არ მოგცემთ. იფიქრეთ ვარჯიშზე, მკვრივ და სპორტულ სხეულზე, მიირთვით ხილი და ბოსტნეული. სვით რაც შეიძლება მეტი წყალი. მიუდექით საკითხს უფრო პოზიტიურად და მალე იზეიმებთ იმით, რომ მიზნისკენ მიმავალ გზას დაადექით. სიამოვნება, რასაც ჭამაში ხედავთ საკუთარი თავის მოწონებაში და სასურველი ტანსაცმლის მორგებაში იპოვეთ.

     

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი