63 წლის მოდელის ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო

    63 წლის კრისტი ბრინკლი არაჩვეულებრივ ფორმაშია და არაფრით ჩამოუვარდება 23 წლის გოგონებს. როგორც გაირკვა, მან არაერთი დიეტა სცადა, თუმცა ყველაზე ეფექტიანი დაბალანსებული კვება აღმოჩნდა.

    იგი ცოტაოდენ ნატურალურ თაფლსა და დაფხვნილ კაიენის წიწაკას ასხამს ცხელ წყალს, ამატებს ერთ დიდ გამოწურულ ლიმონს და ამ სასმელით იწყებს დილას.

    რაც შეეხება საუზმეს: ყოველი დღე იწყება იოგურტით, რომელსაც ამატებს სხვადასხვა კენკროვანს – მაყვალს, ჟოლოს, პაპაიას, ჩაის თესლს, შვრიას და კაკალს.

    კრისტი 12 წლიდან ვეგანია. ამიტომ მისი სადილი უფრო მსუბუქია, იგი სალათს მიირთმევს.

    თუ სადილამდე შიმშილის გრძნობა შეაწუხებს, ვაშწლი და მიწისთხილის კარაქი მისთვის საუკეთესო გამოსავალია.

    ” ჩემი საყვარელი კერძი არის ყავისფერი ბრინჯი, შემწვარი წითელი და ყვითელი წიწაკა, კამა, ტკბილი კარტოფილი და სალათი.” მან ასევე გაამხილა, რომ სადილობისას ერთ ჭიქა წითელ ღვინოსაც მიირთმევს.

    რაც მთავარია, კრისტი უარს არ ამობს ტკბილეულზე, განსაკუთრებით შოკოლადზე. ასე რომ, იკვებეთ სწორად და დატკბით ცხოვრებით.

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი