8 ჰობი რომელიც ამარცხებს მოწყენილობას

    მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადდა და ადამიანებს სახლში დიდი დროით მოუწიათ ყოფნა, მოწყენილობა და დეპრესია აქტუალურ პრობლემად იქცა.

    მედიკოსები სექტემბრის თვეში ვირუსის მეორე ტალღის დაწყებას ვარაუდობენ, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა სახლში გამოკეტვა კვლავ მოგვიწიოს.

    იმისათვის, რომ არ მოვიწყინოთ, გთავაზობთ 10 სხვადასხვა ჰობის ჩამონათვალს, რითიც შეგიძლიათ კარანტინში დაკავდეთ.

    1. წერა – ფსიქოლოგების მიერ დადასტურებული ფაქტია, რომ ჩანახატების, მოკლე ან ვრცელი ისტორიების, ლექსების ან სიმრერების წერა დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. უბრალოდ, გადაიტანეთ თქვენი ემოციები ფურცელზე და შვებას აუცილებლად იგრძნობთ.

    2. მებაღეობა – თუ გინდათ, რომ რაღაცით დაკავდეთ, მოგბეზრდათ ფილმების ყურება და უმოქმედოდ ყოფნა, შეგიძლიათ თქვენს ბაღს ახალი სიცოცხლე შესძინოთ. თუ ბაღი არ გაქვთ, შეიძინეთ მცენარეები, რომელთაც მოუვლით.

    3. მოზაიკური თავსატეხების აწყობა – საინტერესო და სახალისო თავსატეხები, იგივე ,,ფაზლები’’ დროს ისე გაგაყვანინებთ, რომ ვერც გაიგებთ და თან, გონებას ავითარებს. შეგიძლიათ შეარჩიოთ საყვარელი მხატვრის ნახატი და ააწყოთ.

    4. დაეუფლეთ კულინარიულ უნარებს – დროის გასაყვანად შეგიძლიათ სამზარეულოში სხვადასხვა ექსპერიმენტები ჩაატაროთ, რაც გაგიხალისებთ განწყობას და გემრიელი საკვებითაც დანაყრდებით.

    5. იოგა – სხეულის ფორმებისა და ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია. შეგიძლიათ ონლაინ მიჰყვეთ იოგის გაკვეთილებს და სახლში ივარჯიშოთ.

    6. შექმენით კოლექცია – საინტერესო ნივთების მოგროვება ძალიან ბევრს მეტყველებს ადამიანზე. შექმენით მარკების, ვინტაჟური ტანსაცმლის ან სასმელების კოლექცია.

    7. ცურვა – ამერიკულმა სამედიცინო ჟურნალმა დაადასტურა, რომ გულის სწორი ფუნქციობისთვის ცურვა ყველაზე კარგი ვარჯიშია. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ორგანიზმი ბევრად უფრო მხნედ გამოიყურება.

    8. დაეუფლეთ რაიმე ხელობას – დაფიქრდით, რა გამოგდით ყველაზე კარგად, რისი კეთება გსიამოვნებთ? შესაძლოა თქვენში ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ და განავითაროთ.

    2 კომენტარები

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი