ჩვენ შესახებ

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 2017 წელს შეიქმნა “ბლოგი სილამაზის შესახებ“, სადაც ვწერდით თავის მოვლისა და ჯანმრთელობის თემებზე, გავნიხილავდით აქტუალურ საკითხებს და სფეროს ექსპერტები გასცემდნენ სასარგებლო რეკომენდაციებს სილამაზისა და ჯანმრთელობის შესახებ.

ჩვენი გზავნილიც ეს იყო, რომ სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება.

მომხმარებლის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, 1 წლის შემდეგ საჭირო გახდა აღნიშნული თემების კიდევ უფრო გაფართოება და გადავწყვიტეთ შეგვექმნა სრულიად ახალი ინტერნეტ გამოცემა Beauty Magazine.

იგი ამჟამად მომხმარებელს აწვდის საინტერესო ინფორმაციას როგორც სილამაზესა და ჯანმრთელობაზე, ისე სხვა აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: მოდა, ტენდენციები, მოგზაურობა, ურთიერთობები, კულინარია, ცნობილები და ა.შ.

ჩვენ გვჯერა, რომ სილამაზე ყველგან და ყველაფერშია, რაც მთავარია, ყველა ადამიანში.

ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, აღმოაჩინონ იგი: ურთიერთობებში, მოგზაურობისას, კულინარიაში, და ზოგადად, ყოველდღიურობაში…

ვცდილობთ, სამყარო სხვა თვალით დავანახოთ და მცირე დეტალებშიც კი, ვაპოვნინოთ ბედნიერება.