ადრიანა ლიმას კაშკაშა წითელი ლუქი

    ლოს-ანჯელესში, ფილმის “ერთხელ ჰოლივუდში” პრემიერაზე Victoria’s Secret-ის ყოფილი ანგელოზი კაშკაშა წითელი კაბით გამოცხადდა.

    კაბა პოლონელ დიზაინერს, Magda Butrym-ს ეკუთვნის. დიზაინერმა ეს მოდელი სპეციალურად ადრიანასთვის შექმნა და პირველადი ვარიანტისგან განსხვავებით, კაბა წინ და უკან საკმაოდ თამამად არის ჩახსნილი. ამ ულამაზეს კაბას ლიმამ ფრანგი დიზაინერის, კრისტიან ლუბუტენის მაღალქუსლიანი წითელი სანდლები შეუხამა. რა თქმა უნდა, არც წითელი პომადა დავიწყებია.

    წითელ ფერს ჩოპარდის ბრილიანტის საყურეებისა და ბეჭდის ბრჭყვიალი აბალანსებდა. თუმცა, თავად ადრიანა კაბაზე და ბრილიანტებზე მეტად ბრწყინავდა.

    შეგახსენებთ, რომ 38 წლის სუპერმოდელმა Victoria’s Secret-ი 20 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, გასული წლის ნოემბერში დატოვა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი