ადრიანა ლიმას სილამაზის საიდუმლო

    37 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი, ადრიანა ლიმა ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურება. მან საკუთარი სილამაზის საიდუმლო “ჰარპერს ბაზარს” გაანდო.

    “ჩვენ, ბრაზილიელ ქალებს განსაკუთრებულად მოგვწონს მკვეთრი მაკიაჟი. ადრეული ასაკიდანვე ვსწავლობთ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას. ყველას საკუთარი სილამაზის რუტინა გვაქვს და სწორედ ეს არის ჩვენი სილამაზის საიდუმლო.

    თმის მოვლის განსაკუთრებული მეთოდი ხომ არ გაქვთ?

    ეს არის ავოკადოს ნიღბები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრაზილიაში. თმას მატებს მოცულობას და ბრწყინვალებას.

    რომელ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?

    ნარინჯისფერს, ვარდისფერს, წითელს… ეს ფერები განსაკუთრებულად უხდება ჩვენს კანის ფერს.

    როგორ უვლით კანს?

    ყოველდღე ერთ ბოთლ ქოქოსის წყალს ვსვამ. ეს განსაკუთრებულ სიჯანსაღეს მატებს ჩემს სახის კანს. გარდა ამისა, ვნხმარობ ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებულ კოსმეტიკას.

    რჩევა, რომელიც დედისგან ან ბებიისგან მიგიღიათ…

    როდესაც თავს ლამაზად და კომფორტულად გრძნობ, სხვის თვალში კიდევ უფრო ლამაზი ჩანხარ.”

    გთავაზობთ ავოკადოს თმის ნიღბის მომზადების მარტივ წესს ადრიანასგან, რომელიც აღადგენს დაზიანებულ თმას და მატებს მას მბზინვარებას:

    ავიღოთ ერთი ცალი მწიფე ავოკადო, გავჭრათ და მოვათავსოთ ბლენდერში, შევუირიოთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და გათქვეფილი კვერცი. ვურიოთ მანამ, სანამ ბლანტ მასას არ მივიღებთ.

    მიღებული მასა წავისვათ თანაბრად, თმის ძირიდან წვერამდე. შემდეგ თმა შევიკრათ. დარჩენილი ნიღაბი კიდევ გადავისვათ თმაზე და დავიხუროთ საშხაპე ქუდი. ნიღაბი დაახლოებით 20-30 წუთით გავიჩეროთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი