ახალი თავბრუდამხვევი კოლექცია,რომელიც ნუშისა და ყვავილების სამყაროში გამოგზაურებთ

    მოგესალმებით და გიბრუნდებით სადღესასწაულო ბლოგპოსტით, L’Occitane-ის კიდევ ერთი წინასაახალწლო, განსაკუთრებულად სურნელოვანი, ლიმიტირებული კოლექცის შესახებ.  2024 წლის სადღესასწაულო, ლიმიტირებული კოლექციების საშუალებით ლოქსიტანმა 70-იანი წლების მოდის ტრადიციები გააცოცხლა, დღესასწაულებზე ერთად ყოფნის უდიდესი ბედნიერებისა და ლაღი მხიარულების მესიჯები მთელ მსოფლიოში გაავრცელა და არაჩვეულებრივი საახალწლო განწყობა შეგვიქმნა.  

    ალბათ დამეთანხმებით, ლოქსიტანს ვერავინ შეედრება ნამდვილი, შუშხუნა, პომპეზური, ფერადი დღესასწაულების მოწყობაში. ამას კიდევ ერთი ლიმიტირებული წინასაშობაო ხაზი „ნუში და ყვავილებიც“ მოწმობს, რომელიც სტივენ უილსონის ილუსტრაციების მიხედვით შექმნილ ელეგანტურ ფლაკონებში, საუკეთესო განწყობასთან ერთად, ლამაზი, მოვლილი და ჯანსაღი სხეულის კანის საიდუმლოსაც მალავს. 

    მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჯადოსნურ ხაზს „ნუში და ყვავილები“

    ამ ლიმიტირებული კოლექციის მთავარი ინგრედიენტები ლოქსიტანის საკულტო ნუშის ზეთი და რძე, ასევე პროვანსული ზეთისხისხილის ზეთია – ორი უმნიშვნელოვანესი საბაზისო ელემენტი, რომელსაც ემყარება კანის სრულყოფილი მოვლის ფორმულა.  

    ტრადიციულად, ამ ლიმიტირებულ ხაზსაც არომატული, მრავალფეროვანი, ნამდვილი პროვანსული სურნელების ჰარმონიული ბუკეტი დაჰყვება, რომელშიც მეტად სჭარბობს ბერგამოტი, ნუში, ლიმნისა და ფორთოხლის ესენციები, შუალედურ ნოტებში აუცილებლად ამოიკითხავთ ახლად აყვავილებული ზეთისხილის ნაზი ფოთლებისა და ნეროლის სურნელებებს, სადღაც შორეულ, ფაქიზ არომატებად კი აუცილებლად შეიგრძნობთ მუშკსა და ტკბილ ვანილს.  

    ახლა კი მინდა ლიმიტირებულ ხაზში შემავალი პროდუქტები წარმოგიდგინოთ და ახლოს გაგაცნოთ თითოეული მათგანი.  

    ყოველი პროდუქტი მდიდარია ნუშში შემავალი ცხიმოვანი მჟავებით, განსაკუთრებით კი უნდა გამოვყოთ ომეგა 9 და ომეგა 6 (ლინოლის მჟავა). ცხიმოვანი მჟავების გავლენით L’Occitane ნუში სიღრმისეულად ატენიანებს ჩვენს კანს და შესაბამისად, სრულყოფილი ჰიდრატაციის ფონზე  უზრუნველყოფს კანის გაახალგაზრდავებას, გამკვრივებას, ერთგვაროვანი, ნაზი, გლუვი და ფაფუკი ტექსტურის მინიჭებას. სადღესასწაულოდ შემოსილი ლოქსიტანის  ნუშის ბესტსელერი პროდუქტები, რომელსაც დღეს თქვენთან განვიხილავ, მდიდარია სპილენძით, რომელიც დიდ როლს ასრულებს კანის ჯანსაღ პიგმენტაციაში, ასევე შეიცავს ორი სახის B და E ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობს კანის ტექსტურის ერთგვაროვნებას, ელასტიურობასა და სიჯანსაღეს.

    ტანის დასაბანად Almond and Flower ლოქსიტანის ნუშის საკულტო ზეთოვან დასაბანს გვთავაზობს, რომელიც განუმეორებელი ლიმიტირებული სურნელებით გამოირჩევა.  ეს შხაპის გელი სრულყოფილად გაასუფთავებს სხეულის კანს ისე, რომ არ გამოიწვევს გამოშრობის განცდას და დაბანის შემდეგ კანის სასიამოვნო დატენიანების შეგრძნებას დაგიტოვებთ.

    სხეულის კანის დატენიანებისთვის ლიმიტირებულ ხაზში ლოქსიტან-ნუშის კიდევ ერთი საკულტო პროდუქტი და ბესტსელერი მოხვდა – Milk Concentrate, ნუშის რძით, ნუშის ზეთით და ზეთისხილის ზეთით გამდიდრებული 95% ნატურალური პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს პარაბენს, ცხოველურ ცხიმს და კონსერვანტებს.  პროტეინებით გამდიდრებული ეს არაჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემი კანის იდეალურ, 48 სთ-იან სრულყოფილ გამოკვებას უზრუნველყოფს და განუმეორებელი ლიმიტირებული სურნელით სადღესასწაულო განწყობასაც აგიმაღლებთ. 

    ხელის მტევნების ნაზი კანის სრულყოფილი დატენიანებისთვის „ნუში და ყვავილები“  გვთავაზობს დამატენიანებელს, რომელიც 2 % შიის კარაქის, ნუშის რძის, ნუშის ზეთისა და ზეთისხისლის ზეთის ბაზაზეა დამზადებული. აი, ასეთი მდიდარი ინგრედიენტების კომპოზიციას წარმოადგენს ეს 96 % ნატურალური შემადგენლობის ხელის კრემი, რომელიც სრულყოფილად დაატენიანებს კანს ზამთრის ყველაზე ცივ დღეებშიც კი.  

    და აი, ისიც – ლიმიტირებული ხაზის აბაზანის ბომბი, რომლის სურნელოვანი ქაფიც სრულყოფილ ემოციურ და ფიზიკურ განტვირთვას გპირდებათ ზამრის ცივ დღეებში მომზადებულ ცხელ აბაზანაში. შიის ექსტრაქტსა და 0,1% ზეთიხსილის ზეთის ბაზაზე შექმქნილი ეს შუშხუნა სუბიექტი არა მხოლოდ განწყობას აგიმაღლებთ, არამედ აბაზანის მიღების პროცესში დაიცავს თქვენს კანს გამოშრობისგან და სასიამოვნო, მსუბუქი დატენიანების კომფორტსაც კი მიანიჭებს. 

    ასეთი გახლავთ არაჩვეულებრივად სურნელოვანი, ლიმიტირებული ხაზი L’Occitane-გან,  არომატული ნუშისა და ყვავილების სურნელებით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თქვენი საზეიმო სადღესასწაულო განწყობის შექმნაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. 

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი