ალექსანდრიტი თუ დიოდი? – როგორ გავთავისუფლდეთ არასასურველი თმისგან სამუდამოდ!

    ალექსანდრიტი თუ დიოდი? ნემსი თუ ბიოეპილაცია? მას შემდეგ, რაც საპარსი საშუალებები წარსულს ჩავაბარეთ და არასასურველი თმის მოშორების სურვილი ასეთი მასშტაბური გახდა, ქალბატონები (და არა მხოლოდ ქალბატონები) ზემოთ ხსენებულ კითხვებს თითქმის ყოველდღიურად სვამენ. ზოგი ამტკიცებს, რომ ყველაზე შედეგიანი დიოდური ეპილაციაა, ზოგი მზადაა ტკივილს გაუძლოს და ნემსით ეპილაციას მიმართავს, ზოგს ეს ყველაფერი აშინებს და სხვა ყველა საშუალებას ბიოეპილაცია ურჩევნია… ისეთებიც არსებობენ, ყველაფერი რომ სცადეს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს. თუმცა, ყველაზე ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი (ჩვენს გარემოცვაში) მაინც ალექსანდრიტის ლაზერს აღმოაჩნდა.

    Beauty Magazine ცდილობს, არც ერთი სიახლე გამორჩეს ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, Organic Lab-ის ლაზეროთრაპევტს, თაკო ერაძეს მივმართეთ, რომელიც არასასურველი თმის მოშორების საშუალებებზე გვესაუბრა და უახლესი თაობის ყველაზე ეფექტიანი აპარატიც გაგვაცნო.

    თაკო, რა განსხვავებაა ალექსანდრიტის ლაზერსა და დიოდის ლაზერს შორის? საბოლოო ჯამში, რომელი უფრო ეფექტიანია?

    ამ ორ ლაზერს შორის განსხვავება მდგომარეობს მათ მიერ გამომუშავებული სხივის ტალღის სიგრძეში და მოქმედების პრინციპში. ალექსანდრიტის უპირატესობა ამ შემთხვევაში ცალსხაა:

    • კანს არ სჭირდება წინასწარი მომზადება ე.წ. გაპარსვა, რაც ერთგვარი დისკომფორტია პაციენტისთვის და შესაძლოა, ინფექციის წყაროც გახდეს. დიოდის შემთხვევაში ზონა იპარსება.
    • აქვს მომენტალური ეფექტი, ანუ თმა ცვივა მომენტალურად. მოდიხართ თმით, მიდიხართ უთმოდ. ხოლო დიოდური ეპილაციის შემთხვევაში თმა ცვივა რამდენიმე დღეში.
    • ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ალექსანდრიტის შემთხვევაში პროცედურებს შორის ინტერვალი ბევრად მეტია – 1.5-2 თვე. დიოდის შემთხვევაში აუცილებელია, რომ პროცედურა ჩატარდეს 20-25 დღეში ერთხელ.

    რა არის საჭირო იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ არასასურველი თმისგან?

    პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კანის და თმის ტიპის დადგენა, რასაც კონსულტაციაზე განვსაზღვრავთ. იკრიბება ანამნეზი – ჰორმონალური განწყობა, ქრონიკული დაავადებები და ა.შ. შემდგომ, თითოეულ პაციენტზე შევარჩევთ ინდივიდუალურ პარამეტრს, რასაც ჩვენი უნიკალური აპარატი გვაძლებს. ასევე განვსაზღვრავთ პროცედურებს შორის ინტერვალს. შედეგისთვის და თმის სრული გაქრობისთვის პაციენტმა გარკვეულ ვადებში უნდა ჩაიტაროს ლაზერული ეპილაცია. როგორც გითხარით, ამისათვის ალექსანდრიტის ლაზერი იდეალური გადაწვეტილებაა.

    რა დრო სჭირდება თმის სრულად გაქრობას სხვადასხვა ზონებზე?

    სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, როგორიც არის პრობლემური ფონი, ქრონიკული დაავადებები, გენეტიკური განწყობა და ა.შ. თმის სრულად გაქრობა ინდივიდუალურია. ისეთ ზონებზე, სადაც უხეში და კარგად პიგმენტირებული თმა ამოდის (მაგალითად იღლია, ბიკინი), დაახლოებით 4-5 პროცედურა საკმარისი იქნება.

    რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს ნემსით ეპილაციას?

    ელექტრო ეპილაციის გაკეთბის დროს არსებობს ინფექციის შეჭრის მაღალი რისკი, რადგან ირღვევა კანის ქსოვილი. შესაძლებელია პროცედურის შემდეგ ჰიპერპიგმენტების და ნაწიბურების წარმოქმნაც. რა თქმა უნდა შედეგი აქვს, თუმცა მტკივნეულია და ბევრ დროს მოითხოვს. ამიტომ, ლაზერი თითქმის ყველა ასპექტში ლიდერია.

    რომელი ლაზერია უფრო ეფექტიანი მუქ თმაზე?

    რა თქმა უნდა ალექსანდრიტის ლაზერი, რადგან ის მოქმედებს თმის ფოლიკულაში არსებულ პიგმენტ მელანინზე, შთაინთქმება აღნიშნული პიგმენტის მიერ, იშლება ფოლიკული და ნადგურდება თმა. შესაბამისად, რაც უფრო მუქია თმა პროცედურა უფრო ეფექტიანია და შედეგიც მალე დგება.

    როგორ მოვუაროთ კანს ლაზერის პროცედურის შემდეგ და რა შემთხვევებში არ არის მისი გაკეთება რეკომენდებული?

    მნიშვნელოვანია, რომ პროცედურის შემდგომ 6 საათის განმავლობაში კონკრეტული ზონა მოვარიდოთ წყალს და მზის სხივებს, ასევე სასურველია ეპილაციის შემდგომი საშუალებების გამოყენება.

    ლაზერის გაკეთბა არ არის რეკომენდებული:

    • ორსულობის/ლაქტაციის დროს
    • კანის მწვავე დაავადების დროს
    • ონკოლოგიურ პაციენტებში
    • გარუჯულ კანზე (პტოცედურამდე 2 კვირით ადრე არ უნდა იყოს პაციენტი გარუჯული და პროცედურის შემდგომ 10-14 დღე აუცილებელია კანი მოვარიდოთ მზეს და სოლარიუმს)

    მოგვიყევით „კანდელას“ აპარატის და მისი უპირატესობების შესახებ, რატომ არის ის ასეთი განსაკუთრებული?

    კანდელა არის მსოფლიოში ლაზერული ტექნოლოგიების ლიდერი აპარატი. ის მართლაც განსაკუთრებული და უნიკალურია. 2018 წლის მოდელს Gentlelase Pro-ს აქვს FDA სერტიფიკატი და აღიარბულია, როგორც სამედივინო აპარატი. ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მოდელი ცნობილია, როგორც ყველაზე სწრაფი, მძლავრი, ეფექტიანი და უმტკივნეულო აპარატი დღევანდელ თანამედროვე ესთეტიკაში. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ „კანდელას“ გააჩნია უნიკალური დაპატენტებული ტექნოლოგია, მუშაობს ფრეონზე, აქვს ორმაგი გაგრილების სისტემა და სანამ თმის კოაგულირება მოხდება, ხდება კონკრეტული ზონის გაგრილება და რეალურად, პროცედურა თითქმის უმტკივნეულოა.

    მოდელს ასევე გააჩნია სხვადასხვა დიამეტრის თავი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა ზონაზე შესაბამისი ზომის თავები გამოვიყენოთ, ზუსტად მივმართოთ ლაზერი კონკრეტული ადგილებისკენ და სხივი ზედმეტად არ გაიშალოს. ამიტომ, დიდი ზონის დამუშავებაც სწრაფად და მოკლე დროში ხდება.

    ამ აპარატით ჩატარებული პროცედურები კანს სტრუქტურულად აახალგაზრდავებს, შედეგად ვიღებთ გლუვ და პრიალა კანს. პროცედურებს შორის ინტერვალი საშუალოდ ორი თვეა.

    2 კომენტარები

    1. ყველა გვეუბნება 2 დღის შემდეგ შეიძლება გარუჯვა.აქ წერია 10-12 დღე მოარიდეთ კანი მზესო.რომელს დავუჯეროთ?!

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი