ჯეილოსა და მისი მეუღლის კიდევ ერთი ბრწყინვალე გამოჩენა – მაშინ, როდესაც ყველა ერიდება გარეთ გამოსვლას და თავშეყრის ადგილებში ყოფნას, ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა ცოტა ხნით ბავშვებისგან “გაპარვა” და პაემანზე წასვლა გადაწყვიტეს. აბრეშუმის ცისფერი, მაღალწელიანი შარვლითა და ულამაზესი პერანგით ჯენიფერი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. ალექსი კი კლასიკური, ნაცრისფერი შარვალ-კოსტუმით, ღია იასამნისფერი პერანგითა და შავი ჰალსტუხით იწონებდა თავს.














