ალკოჰოლის 3 ძირითადი სასარგებლო ეფექტი

    საზოგადოებაში გავრცელებულია ფრაზა „ზომიერად ყველაფერი კარგია“  და ის რეალობას მოკლებული სულაც არ არის. ალკოჰოლს სასარგებლო თვისებებიც აქვს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის უკეთ ფუნქციობას.

    ექიმების მიერ დადგენილია, რომ 65 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის  და მამაკაცებისთვის ნორმად ითვლება დღეში ერთი ლუფა, ხოლო 65 წლამდე მამაკაცებისთვის დღეში 2 ულუფა სასმელი (1 ულუფა გულისხმობს: ლუდი 355 მლ, ხოლო ღვინო 148 მლ.).

    გული –  მედიკოსები მიიჩნევენ, რომ წითელი ღვინო გულის ჯანმრთელად ფუნქციობის აუცილებელი პირობაა. ის შეიცავს დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტ რესვერატროლს. მისი ზომიერი მიღება გულის დაავადებათა რისკს საგრძნობლად ამცირებს.

    მეხსიერება – ალკოჰოლი დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. მნიშვნელოვნად მცირდება ტვინის სისხლძარღვთა დაავადებების დადგომის რისკი. ერთი ჭიქა ღვინო ტვინის უჯრედებს უფრო მდგრადს ხდის და ნერვულ სისტემას უკეთ ამუშავებს.

    ვირუსები – მეცნიერების აზრით, წითელი ღვინის მოყვარული ადამიანები მაღალი ამტანობითა და იმუნიტეტის სიძლიერით გამოირჩევიან. მათი ორგანიზმი თითქოს „მზადაა“ ვირუსთან შესახვედრად, რომელსაც მალე „მოინელებს“ და კვლავ ფორმაში ჩადგება. ასევე რეკომენდებულია გაციების დროს ერთი ჭიქა არყის მირთმევა(მცირე დოზით), რაც დააბალანსებს ტემპერატურას.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი