ამ ზაფხულს შოვს უნდა ესტუმროთ!

    როდესაც მოგზაურობაზე ვფიქრობთ, იშვიათად გვახსენდება, რომ საქართველოში
    არსებობს ადგილები, რომელიც აუცილებლად უნდა მოვინახულოთ. იმ მიზეზით, რომ რაღაც ახალი და განსაკუთრებული ვნახოთ, სხვადასხვა ქვეყნებში ვმოგზაურობთ, უცხოელები კი საქართველოს ულამაზესი ადგილების მოსანახულებლად ჩამოდიან. ადგილების, რომელთა უმეტესობა ყოველ მეორე ქართველს არ აქვს ნანახი.

    მოდით, ჩვენს ქვეყანაში გავხდეთ ტურისტები, მოვიწყოთ სახალისო და საინტერესო თავგადასავალი.

    ამჯერად, რაჭის ულამაზეს კურორტს, შოვს გაგაცნობთ

    შოვი ბალნეოკლიმატური კუორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1520 მ სიმაღლეზე
    მდებარეობს და გარშემორტყმულია კავკასიონის ქედის მწვერვალებით. თუ გიყვართ მთა, ბუნება, შთამბეჭდავი ხედები, გინდათ რომ თვენი ორგანიზმი
    დაასვენოთ და სასარგებლო მინერალებით აავსოთ, ესტუმრეთ კურორტ შოვს. აქ 16 მინერალური წყალია და აქედან 5-ის დაგემოვნება შეგიძლიათ, რაც დადებითად აისახება
    თქვენს ჯანმრთელობაზე.

    ზაფხულის პერიოდში კურორტი ყველაზე მეტად არის დატვირთული დამსვენებლებით.
    იქიდან გამოდინარე, რომ ზღვის დონიდან საკამოდ მაღლაა და გარშემო მთები აკრავს,
    საღამოს აუცილებლად დაგჭირდებათ თბილი პლედი ან ქურთუკი. როცა ზაფხულის აუტანელი სიცხე და უჰაერობა შეგაწუხებთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენსავე ქვეყანაში არსეობს ადგილი, სადაც ვიღაც საბნით იძინებს. ამაზე ფიქრიც კი სასიამოვნოა. სულ რამდენიმე საათია საჭირო, რომ თავად ესტუმროთ ამ ადგილს და შეიგრძნოთ ეს სიამოვნება. თუ არ გინდათ სასტუმროში დასვენება და ბუნებასთან სიახლოვე გიზიდავთ, შოვში უამრავი ადგილია კემპინგისთვის. შეგიძლიათ მოიწყოთ პატარა მოგზაურობა და ესტუმროთ მამისონს ან უძირო ტბას, თუმცა იმისათვის, რომ უსაფრთხოდ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილზე, ადგილობრივების რეკომენდაცია დაგჭირდებათ.

    უძირო ტბა. ფოტო: ნოდარ კონცელიძე

    ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაციით აუცილებლად მიადგებით იოსებ სტალინის დასასვენებელ ხის სახლს. ის შოვში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარილი და ტურისტულად აქტიური ადგილია, 1924 წელს არის აშენებული და თავისი განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა.

    კიდევ არის საღაც, რასაც ვერასდრს დაივიწყებთ – ეს შოვის ცაა, რომელიც საოცრად ლამაზია და თავს ზღაპრულ სამყაროში გაგრძნობინებთ. ვარსკვლავებთან იმდენად ახლოს ხარ, რომ გგონია შეეხები. საათობით, რომ უყურო არ გბეზრდება. ეს სურათი ფოტოშოპი არ გეგონოთ, უბრალოდ კარგი ფოტოგრაფის გდაღებულია, რომელიც შეეცადა მაქსიმალურად ასესახა რეალობა.

    ფოტო: ნოდარ კონცელიძე
    ფოტო: ნოდარ კონცელიძე

    რა დაგჭირდებათ შოვში?

    1. თბილი და მოსახერხებელი ტანსაცმელი.
    2. თუ შეგიძლიათ, წაიღეთ ველოსიპედი ( სასტუმროს გააჩნია, შესაძლოა
      ადგილზე დაგხვდეთ).
    3. გაათავისუფლეთ მობილური ტელეფონის მეხსიერება, რაგდან უამრავი ფოტოს
      გადაღება მოგიწევთ.
    4. ფაუერ ბანკი.
    5. ზურგჩანთა.
    6. საჭმლის კონტეინერი და წყლის ჭურჭელი, მინეალური წყლისთვის.
    7. სპორტული ფეხსაცმელი.
    8. პირველადი დახმრების ნივთები(თუ კარვით ხართ).

    შოვში სასტუმროებისა და დასასვენებელი სახლების/კოტეჯების ღიებულება 40 ლარიდან
    იწყება. მომსახურებაში შედის კვება. ფასი იზრდება სხვადასხვა გასართობი თუ
    დამატებითი მომსახურებების მიხედვით:

    პანსიონატი მამისონი: 1 პერსონა 1 დღე-ღამე 40 ლარიდან.
    ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო „სანსეტ შოვი“: 1 პერსონაზე დღე-ღამის
    ღირებულება 165 ლარიდან იწყება.
    საოჯახო სასტუმრო „რაჭული სახლი“: 1 პერსონა 1 დღე-ღამე 50 ლარიდან.
    სასტუმრო “შოვი”: პერსონა 1 დღე-ღამე 50 ლარიდან.

    რაჭა ოთხივე სეზონზე განსაკუთრებულად ლამაზია, ასე რომ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ესტუმროთ. შეგახსენებთ, რომ ახლო მომავალში დაგეგმილია შოვის განვითარება და
    ინფრასტრუქტურული მოწყობა. ამ პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. 

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი