ამანდა სეიფრიდი და მისი მეუღლე თომას სადოსკი მეორე შვილის მშობლები გახდნენ. ამანდამ მეორე ორსულობის საიდუმლოდ შენახვა მოახერხა და თავის გულშემატკივრებს სიახლე ინსტაგრამ გვერდის War Child-ის დახმარებით აუწყა, სადაც თავისი შვილის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: ,,ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ შევუერთდით @warchildusa-ს, რომლებიც პირველები გამოაცხადებენ ჩვენი მეორე შვილის დაბადებას ამ სამყაროში.”
,, ჩვენი ვალდებულება უდანაშაულო ბავშვების მიმართ, რომლებიც ასე სასტიკად დაზარალდნენ კონფლიქტისა და ომის შედეგად, ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა” – ნათქვამია განცხადებაში.














