ემბერ ჰერდმა AQUAMAN-ის პრემიერისთვის VALENTINO-ს მწვანე კაბა აირჩია

    მსახიობი ემბერ ჰერდი AQUAMAN-ის ლონდონურ პრემიერაზე “ვალენტინოს” მაღალი მოდის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მწვანე კაბით გამოჩნდა. თუმცა, კაბაზე არანაკლები ყურადღება მიიქცია მწვანე საცუარო ქუდმა, რომელიც მწვანე და ოქროსფერი ნაქარგებით იყო გაფორმებული. იგი მის ულამაზეს ქერა თმას სრულებით მალავდა და მართლაც ზღაპრულ იერს სძენდა მსახიობის ჩაცმულობას. ემბერმა კაბაც და ქუდიც პარიზში, “ვალენტინოს” ჩვენებაზე ნახა.

    რაც შეეხება ფილმს “აქვამენი”, ის კინოთეატრებში დეკემბრის ბოლოს გამოვა. ემბერ ჰერდი ფილმში წყალქვეშა სამყაროს წარმომადგენელს, მეომარ მერას ასახიერებს, ხოლო წყალქვეშა დედოფლის შვილის, “აქვამენის” როლში კი ჯეისონ მომოა გახლავთ.

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი