ანა ვინტური: “შემომიერთდით და დადეთ პირობა რომ სახლში იქნებით!”

    Vogue-ს მთავარი რედაქტორი, ანა ვინტური თვითიზოლაციაშია. ეს გადაწყვეტილება მან მილანის მოდის კვირეულიდან დაბრუნების შემდეგ, კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიიღო. ცოტა ხნის წინ, მან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ყველას მოუწოდებს, რომ დარჩნენ სახლში და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

    გთავაზბთ ანა ვინტურის წერილს:

    “ისევე, როგორც უმეტესობა თქვენგანი, დღის განმავლობაში ვუყურებ საინფორმაციო გამოშვებებს; ჩემს კოლეგებთან ერთად ონლაინ შეხვედრებს ვესწრები Zoom-ში. ჩვენ ვცდილობთ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ვიპოვოთ გზები მოდის ინდუსტრიის დასახმარებლად და მხარდასაჭერად; ასევე, ვკითხულობ წიგნებს, ვუყურებ ფილმებს და გადაცემებს; FaceTime-ით ან ტელეფონით ვესაუბრები ჩემს საყვარელ ადამიანებს.

    ყველაზე მთავარი, რასაც ვაკეთებ და მოგწოდებთ, რომ ყველამ გააკეთოთ არის ის, რომ ვარ სახლში! ახლა ამაზე მნიშვნელოვანი წესი ჩვენთვის არ არსებობს. უნდა დავდოთ პირობა, რომ სახლში ვიქნებით.

    მედიკოსები, სასწრაფოს თანამშრომლები, სასურსათო მაღაზიის თანამშრომლები – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად მუშაობენ, რადგან ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებულები. ისინი დადიან სამსახურში რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე გააკეთონ (ჩემი უახლოესი ნათესავი ექიმია და სასწრაფო დახმარების პირველ ხაზში იბრძვის. ის იქ არის სადაც უნდა იყოს და მე ძალიან ვამაყობ მისით). ჩვენ კი, დანარჩენები სახლში უნდა დავრჩეთ რომ შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება.

    შოკირებული ვიყავი, როდესაც ვნახე ხალხით სავსე პლიაჟები – ამერიკელები, რომლებიც გაზაფხულის მზიანი დღით ტკბებოდნენ. თუ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხართ და თვლით, რომ თქვენ და თქვენს გარშემომყოფებს არაფერი გემუქრებათ, ძალიან ცდებით.

    იტალიიდან მიღებული უკანასკნელი ცნობების თანახმად უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იგრძნობა ვირუსის გავრცელების ტემპის შემცირება.

    ასე რომ, შემომიერთდით მე და “ვოგის” თანამშრომლებს და დადეთ პირობა, რომ იქნებით სახლში. ამაზე ღირებული ახლა არაფერია.

    გააზიარეთ სოციალურ ქსელში ფოტო ვარდით 🌹 და ჰეშთეგით#StayHome (დარჩი სახლში).”

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი