ანი გიუნტერი ნუტრიკოსმეტიკა VIADERM-ის სახე გახდა!

    რუსთავი 2-ის დილის გადაცემის წამყვანი, ულამაზესი ანი გიუნტერი დატვირთული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ყოველთვის იდეალურად გამოიყურება. ის დიდ ყურადღებას აქცევს თავის მოვლას და სილამაზეზე ზრუნვის განსაკუთრებული მეთოდიც აქვს – უკვე წლებია, რაც ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით ამარაგებს. ალბათ, სწორედ ამიტომაც, ანი საქართველოში პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდის, “ვიადერმის” სახე გახდა. ამ ყველაფერზე ის Beauty Magazine-ს ესაუბრა:

    ანი როგორ უვლი სახის კანს?

    სახის კანის მოვლა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება: წმენდა, დატენიანება და კვება. რაც შეეხება მოვლის საშუალებებს, ვცდილობ შევარჩიო ლუქს ბრენდების პროდუქცია, თუმცა გაცნობიერებული მაქვს, რომ მთავარია კანი შიგნიდან კვებო და ორგანიზმს საჭირო ნივთიერებები მიაწოდო.

    რომელი კოსმეტიკურ საშუალებებს ხმარობ? როგორია შენი დღის და ღამის რუტინა?

    იმის გათვალისწინებით, რომ დილის 5 ზე ვდგები, ჩემი სახის მოვლის რუტინა ღამე იწყება. ძილის წინ ვხმარობ “დიორის” პრესტიჟის ხაზის შრატს, შემდეგ იგივე ბრენდის კრემს, კვირაში ორჯერ ასევე “დიორ პრესტიჟის” ნიღაბს და “გოუმაჟს”, რომელიც ამ ხაზის ფავორიტი პროდუქტია ჩემთვის.

    ვცდილობ სხვა სახის პროდუქციაც შევურიო ხოლმე: ვიყენებ სახის დასაბან “გლამ გლოუს” ქაფს, ასევე “გლამ გლოუს” ნიღბებს, რომლებიც ხშირად ხასიათზეც დადებითად მოქმედებს, რადგან ზოგი საკმაოდ ბრდღვიალაა, შერეულია ვარსკვლავების ფორმის ნაწილაკები (ზოგი ვერცხლისფერია, კოსმიური შეფერილობის).

    როგორი იყო შენი თავის მოვლის რუტინა წლების წინ და როგორია ახლა?

    თავის მოვლის რუტინა დღეს, ცხადია, შეცვლილია. დამატენიანებელს 20 წლიდან ვიყენებ. თუმცა, ადრე შემეძლო მაკიაჟით დამეძინა… დღეს კი, სულ რომ გათენება მომიწიოს, სახეს მაინც ვიბან (თუნდაც შუა გართობის დროს), ვისვამ კრემს, თვალის საცხს და კანს ვასვენებ.

    მაკიაჟის მოყვარული ხარ? 

    ვხმარობ “შანელის” პუდრს და რუჟს, ასევე წითელ საცხს. ზოგადად, ჩემი კანი ძალიან დატვირთულია, სატელევიზიო გრიმს დღეში ორჯერ ვიკეთებ. ამიტომ ვცდილობ, რომ სახე დავასვენო ხოლმე. დიდი აღმოჩენა არ არის ის, რომ მოვლილ კანზე ყველა სახის პროდუქცია უკეთ გამოიყურება.

    რამდენად ხშირად ირუჯები და გეშინია თუ არა მზის მავნე სხივების?

    სახის კანს განსაკუთრებულად ვუფრთხილდები. ვხმარობ პიგმენტური ლაქების და ნაოჭების საწინააღმდეგო ხაზს. თუ თან არ მაქვს, ამ შემთხვევაში სახეს საერთოდ არ ვაკარებ მზეს.

    რა არის შენთვის სილამაზე?

    სილამაზე ჩემთვის არის ზრუნვა საკუთარ თავზე, როგორც გარეგნულად, ისე შიგნიდან, ორგანიზმზე. ამ მხრივ, კვებაც აუცილებელია, თუმცა ცხადია, რომ დღეს უკვე შეუძლებელია სრულყოფილად მიიღო ყველა ვიტამინი. გარდა ამისა, ჩვენზე ცუდ გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო და სტრესი. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ჯანსაღები და ორგანიზმი არ გამოიფიტოს.

    ახლახან „ვიადერმის“ სახე გახდი. რატომ ნუტრიკოსმეტიკა? მოგვიყევი მის შესახებ.

    “ვიადერმთან” ჩემი მეგობრობა წლებს ითვლის. ჩემს სახლში ყოველთვის შეგხვდებათ მისი ვარდისფერი და იისფერი კოლოფები, როგორც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი. მახსოვს, პირველად რომ ვიკვლევდი და ვკითხულობდი რჩევებს ნუტრიკოსმეტიკაზე, ერთ-ერთი მთავარი, რითაც “ვიადერმმა” ჩემი ყურადღება მიიქცია იყო ის, რომ მადის ან წონის მომატებას არ იწვევს.

    როცა კანისა და თმის დიაგნოსტიკა ჩავიტარე, პროცედურებთან ერთად თმის გასამაგრებლად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად “ჰეალაინის” ტრიქოლოგმა, თმის სპეციალისტმა, სწორედ “ვიადერმი” დამინიშნა. ამან კიდევ უფრო გამიმყარა ნდობა პროდუქტის მიმართ. გარდა ამისა, როცა ხედავ შედეგს და თან იცი, რომ კომპლექსური მოქმედება აქვს,  აჯანსაღებს თმას, ფრჩხილებს, სახის კანს, შენთვის კიდევ უფრო აუცილებელი პროდუქტი ხდება. “ვიადერმის” ამ კამპანიაში ჩართვა მართლა დიდი პატივი და პასუხიგებლობაა, თუმცა ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ ჩემი თანამშრომლობა ახლა არ დაწყებულა. პროდუქტი ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს ვურჩიე. როცა დამირეკეს და შემატყობინეს, მაშინაც ჩანთაში მედო. სხვათა შორის, ფეისბუქმა გამახსენა, რომ ერთი წლის წინაც დადებით შედეგებს ვუზიარებდი ჩემს მეგობრებს “ვიადერმის” კაფსულების შესახებ. ეს ის ამბავია, როცა შედეგი გამოცდილი გაქვს შენს თავზე და მხოლოდ ამის მერე ურჩევ სხვას. მიხარია, რომ მართლაც სასწაული პროდუქტის სახე გავხდი. ისიც ძალიან გამახარებს, რომ ადამიანები ჩემი დახმარებით აღმოაჩენენ ამ სილამაზის კაფსულებს, რომლის ხარისხში და შედეგებში საკუთარ თავზე დავრწმუნდი.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი