ანი გიუნტერი: უპირატესობას წელის ჩანთებს ვანიჭებ

    Beauty Magazine წარმოგიდგენთ რუბრიკას “რა მიყრია ჩანთაში” და მის სტუმარს, ულამაზეს ანი გიუნტერს. მას ერთ-ერთი გადაღების შემდეგ შევხვდით და იმედი გვქონდა, რომ მის ჩანთაში კოსმეტიკას და სხვა საინტერესო ნივთებს აღმოვაჩენდით, მაგრამ როგორც გაირკვა, ანი უფრთხილდება კანს – ყოველდღიურად არ იღებება და  ჩანთითაც მხოლოდ აუცილებელი ნივთები დააქვს:

    ანი, როგორ ჩანთებს ანიჭებთ უპირატესობას?

    ყოველთვის ვატარებდი დიდი მოცულობის ჩანთებს, ახლა კი უპირატესობას წელის ჩანთებს ვანიჭებ, ძალიან მოსახერხებელია (თუმცა, იმდენ რამეს ვეღარ იტევს). დღეს დასვენების დღე მაქვს – მხოლოდ 1 გადაღება მქონდა და ამიტომაც მიკეთია წელის ჩანთა.

    ნივთები, რომლებსაც ყოველთვის ჩანთით ატარებთ.

    ახლა მიდევს წითელი პომადა, დამტენი, ხელსახოცი, ჰიგიენური პომადა და ხელის კრემი. ვცდილობ რუჯი თან არ ვატარო – ჩანთას სვრის და თან დიდ ადგილს იკავებს. ამიტომ, რუჯში ამოვლებული ფუნჯი დამაქვს, რომელიც კარგად არის შეფუთული; ზოგჯერ ჩრდილი და ლაინერიც – მაკიაჟის გასაახლებლად. გრაფიკიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, ჩანთაში ბევრი რამ ჩამიტევია – 2 ქუდი, ფეხსაცმელი და გამოსაცვლელი ტანსაცმელი (ხელთათმანებსა და აქსესუარებზე რომ არაფერი ვთქვათ).

    როგორც წესი, ჩანთაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია კოსმეტიკას…

    ჩემს შემთხვევაში არა, რადგან მე დეკორატიულ კოსმეტიკას არ ვხმარობ. ჩემს ჩანთაში ვერ ნახავთ ტონალურ კრემს. როდესაც გადაღება მაქვს ვიკეთებ მაკიაჟს, მაგრამ ყოველდღიურად  სახეზე არაფერს ვისვამ. ხანდახან შეიძლება კორექტორი გმოვიყენო მცირე რაოდენობით, რაიმეს დასაფარად. ცოტა ხნის წინ ვიყიდე „კლინიკის“ ძალიან თხელი ტექსტურის მქონე ტონალური – იმ შემთხვევაშ თუ მომიწია წასმა, მინდა რომ კანმა ისუნთქოს.

    რა არის საჭირო იმისათვის, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ?

    ვფიქრობ, ეს შინაგანი მდგომარეობაა. თუმცა, თავის მოვლის პროცედურები გვეხმარება იმაში, რომ დავიჯეროდთ, რომ კიდევ უფრო ლამაზები ვართ. სასიამოვნო პროცესია სარკესთან თმას რომ მოიწესრიგებ და რაღაცას წაისვამ – შენ უვლი თავს, შეიძლება მინიმალურად, მაგრამ ზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე. როცა ადამიანს ეს არ აინტერესებს, ეტყობა კიდეც. შეიძლება ბუნებრივი სილამაზე გქონდეს, კარგი კანის სტრუქტურა, მაგრამ თავს არ უვლიდე და ამიტომ, არ გამოიყურებოდე კარგად. შეიძლება, ვინმეს არ ჰქონდეს კარგი კანი ან თმა, მაგრამ მაინც ძალიან მიმზიდველი იყოს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის განწობა, შინაგანი მდგომარეობა. ბევრი ამაყობს იმით, რომ არასოდერს უხმარია სახის კრემი. არ მესმის, როგორ შეიძლება მინიმალურად მაინც არ მოვუაროთ თავს, თუნდაც მხოლოდ დამატენიანებელი კრემით. ჩემი კოსმეტოლოგი ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს. ვფიქრობ, რომ კრემებთან ერთად სხვადასხვა პროცედურები, ბიორევიტალიზაცია, ვიტამინები  და ორგანიზმის გაჯანსაღება ნუტრიკოსმეტიკით (ვიადერმთ) ძალიან შედეგიანი და მისასალმებელია.

    ნივთებს, რომლებსაც ჩანთით ატარებთ ნუტრიკოსმეტიკის კაფსულებიც შეემატა. რატომ გადაწყვიტეთ „ვიადერმის“ კურსის ჩატარება?

    ძალიან თხელი და მტვრევადი ფრჩხილები მაქვს. მიუხედავად ამისა, შილაქს არ ვიყენებ. მგონია, რომ ფრჩხილის მოვლა მხოლოდ ლაქის გადასმა არ არის. ხშირად ვიტარებ მარილის აბაზანებს ან ზღვაზე ყოფნის დროს ვიცლი ლაქს და ამით ვსარგებლობ. რაც მთავარია, დიდ ყურადღებას ვაქცევ კვებას და ვიტამინებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ნუტრიკოსმეტიკის მიღება. ამიერიდან ჩემს ჩანთაში „ვიადერმიც“ დაიკავებს ადგილს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი