ანი გიუნტერის თავის მოვლის რუტინა და ფავორიტი ბრენდები

    ცნობილი ტელეწამყვანი, ულამაზესი ანი გიუნტერი თავის მოვლის საკუთარ რჩევებს გვიზიარებს. იგი Beauty Magazine-ს კანის, თმისა და ფრჩხილების მოვლაზე, ასევე ფავორიტ ბრენდებზე და პროცედურებზე ესაუბრა.

    ანი, რომელ კოსმეტიკურ ბრენდებს იყენებ და როგორია შენი დილის რუტინა?

    ჩემს კოსმეტიკურ ჩანთაში უამრავი ბრენდი იყრის თავს და მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბრენდზე ორიენტირებული არ ვარ. მინდა სახალისო ისტორია გიამბოთ. სიონში დასვენების დროს ჩემი კოსმეტიკური საშუალებები მოვათავსე სამგზავრო ჩანთაში, რომელიც ერთ-ერთ სილამაზის ქსელში მერგო საჩუქრად. მეგობარმა დამწვარი კანისთვის დამატენიანებელი საშუალება მთხოვა და ვუთხარი, რომ ჩემს კოსმეტიკურ ჩანთაში მოვძებნიდი. ამ დროს გამოვიტანე “მოსკინოს” სამგზავრო ჩანთა! რა თქმა უნდა, ასეთი დიდი ზომის ჩანთაში საჭირო დამატენიანებელი საცხიც აღმოჩნდა. რაც შეეხება დილის რუტინას, პირველი ეტაპი არის გასუფთავება და ამისათვის ვიყენებ „კოდალის“ გამწმენდ ქაფს, შემდგომ კი ტონიკს. აქტიურად ვიყენებ შრატებს.

    რომელ დეკორატიულ კოსმეტიკას და ბრენდებს ანიჭებ უპირატესობას?

    ჩემს კოსმეტიკურ ჩანთაში ამჟმად არის „შანელის“ 2 ფერის ჰაილაითერი, „რევლონის“ კანის ფერი ტუჩსაცხი და ფრჩხილის ლაქი, „კლინიკის“ ტუში. ზაფხულში დეკორატიულ კოსმეტიკას ნაკლებად ვიყენებ. ჩრდილების შემთხვევაში ბიუჯეტურ საშუალებებს ვანიჭებ უპირატესობას და ჩემთვის მნიშვნელოვანია ფერთა გამა.

    რამდენად ხშირად ირუჯები და რა საშუალებებს იყენებ რუჯის მიღების დროს? შემდგომ გარუჯულ კანს როგორ უვლი?

    რუჯი ძალიან მიყვარს და ხშირად ვიღებ მზის აბაზანებს, თუმცა, ამ დროს ყოველთვის ვიყენებ მზისგან დამცავ საცხებს. ძალიან მიყვარს „ლანკასტერის“ და „ლიერაკის“ დამცავი საცხები. კრუიზში ყოფნის დროს თან მქონდა „ლანკასტერის“ SPF50, „ლიერაკის“ SPF30 დამცავი საშუალებები. შედეგად მივიღე იდეალური რუჯი. ექსპერიმენტიც ჩავატარე: ერთ ხელზე დავიტანე ბუნებრივი შემადგენლობის ზეთი დამცავი ფილტრის გარეშე და მეორე ხელზე კი „ლანკასტერის“ მზის დამცავი საცხი. მინდა გითხრათ, რომ ბევრად უკეთესი რუჯი მქონდა დამცავი საცხით მიღებულ ხელზე. გარუჯულ კანზე აუცილებლად ვიყენებ რუჯის გამახანგრძლივებელ და დამატენიანებელ საშუალებებს. ასევე ვიყენებ „ლანკასტერის“ რუჯის შემდეგ წასასმელ ლოსიონს. წელს „ლანკასტერი“ ჩემი ფავორიტია. მაქვს „ნუქსის“ მზის აბაზანების შემდგომ წასასმელი ლოსიონიც, რომელიც Beauty and the box-ში ამომივიდა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თეონას.

    როგორ უვლი თმას და ფრჩხილებს?

    მას შემდეგ, რაც თმა აგრესიულ ქერად შევიღებე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი მოვლა. თმის ნიღბების და ზეთების გამოყენების გარდა, ქერა თმისთვის მნიშვნელოვანია თვეში ერთხელ ტონირება, რადგან თმის პიგმენტი გამოფიტულია და ტონირება თმის ღერს აღდგენის და სიცოცხლის საშუალებას აძლევს. ნიკა პლიევი არის ჩემი ფავორიტი სტილისტი. ერთი პერიოდი, როდესაც თმის აქტიური ცვენა დამეწყო, მივაკითხე კლინიკა „ჰეარლაინს“ და ძალიან ბევრი რამ შევიტყვე ჩემი თმის შესახებ. მითი აღმოჩნდა, რომ ყოველ დღე არ შეიძლება თმის დაბანა, ცხიმიანი ტიპის თმის შემთხვევაში სწორედ ყოველდღიური დაბანა არის მნიშვნელოვანი. გავიკეთე არაჩვეულებრივი პროცედურები, მეზოთერაპია და პლაზმოლიფტინგი თმის გაჯანსახებისთვის და ცვენის საპრევენციოდ ჩემთვის უალტერნატივო ზგაა. ამასთან ერთად, სწორედ კლინიკა „ჰეარლაინში“ დამინიშნეს „ვიადერმის“ სილამაზის კაფსულები, რომლებმაც იდეალურად იმოქმედა ჩემს თმაზე, ფრჩხილებსა და კანზე. ვთვლი, რომ ყველაზე მთავარი ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობაა და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის „ვიადერმი.“ ამ ეტაპზე ჩემი აღმოჩენაა „დავინესის“ შამპუნი. მინდა აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად ვერიდები თმის საშრობი საშუალების გამოყენებას.

    რომელ პროცედურებს იტარებ სეზონურად?

    არსებობს მოსაზრება, რომ ზაფხულის სეზონზე ბიორევიტალიზაცია რეკომენდებული არ არის, თუმცა მე არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, უბრალოდ განსხვავებული მოვლა ჭირდება. ამ მხრივ მე მომზადებული შევხვდი ზაფხულს, ჩემი უცვლელი დერმატო-კოსმეტოლოგია ნინო კერესელიძე. კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩავიტარე სახეზე: პროფესიიდან გამომდინარე ე.წ. მეორე ნიკაპი არასასურველი იყო ჩემთვის და ამიტომ მივმართე ბატონ არჩილ შათირიშვილს. პროცედურა გაკეთდა მეზო ძაფებით, რომელთაც არ აქვთ უკუჩვენება, იშლებიან და ქმნიან კარკასს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი