ანჯელინა ჯოლი გენდერული თანასწორობის შესახებ გაეროში საუბრობს

    გასულ პარასკევს ანჯელინა ჯოლი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ცნობილმა მსახიობმა გენდერული თანასწორობის აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გლობალურ ფაქტორებს, რომლებიც უკვე საუკუნეების განმავლობაში აფერხებენ ფემინისტურ მოძრაობებს.

    43 წლის აქტივისტი პრობლემას ხედავს ამერიკის პოლიტიკურ ატმოსფეროში. მისივე თქმით,  მანამ სანამ ქალთა უფლებებს სათანადო ყურადღება არ მიექცევა, ადამიანთა მოდგმა მუდამ  ძალადობისა და კონფლიქტის ციკლის ქვეშ იარსებებს, ვინაიდან სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ძალადობის მთავარ მსხვერპლებს სწორედ ქალები და ბავშვები წარმოადგენენ.

    ჯოლი არ ერიდება ემოციურად  მძაფრ თემებზე საუბარს და ამაყად განაგრძობს გაეროსთან თანამშრომლობას ქალებისთვის უკეთესი მომავლის შექმნისთვის. შეგახსენებთ, რომ ცნობილი მსახიობი 2001 წლიდან დღემდე გაეროს  კეთილი ნების ელჩია.

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი