ანჯელინა ჯოლი Harper’s Bazaar -ის სექსუალურ ფოტოსესიაში

    “2019 წლის მიწურულს, ვინ უნდა ყოფილიყო დეკემბერი-იანვრის ნომრის გარეკანზე, თუ არა ანჯელინა ჯოლი. რატომ? იმიტომ, რომ მისი მსგავსი არავინაა’’ – წერს Harper’s Bazaar -ი ოფიციალურ გვერდზე.

    ამერიკელმა მსახიობმა და გაეროს კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალ Harper’s Bazaar -სთვის სექსუალურ ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო.

    44 წლის ანჯელინა დიდი ხანია ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტში. მან თითქმის 20 წელი გაატარა გაეროს ლტოლვილთა ფონდში, ასევე იბრძოდა დევნილთა უფლებებისა და თავისუფლებისთვის. ჯოლი 10 წელზე მეტია ავღანელი და კამბოჯელი ბავშვებისთვის სკოლებს აფინანსებს. მან საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა, როდესაც სათავეში ჩაუდგა ქალთა ჯანმრთელობის ორგანიზაციას კიბოს წინააღმდეგ. ჯოლიმ გასული წლების გამოცდილების შესახებ ხმამაღლა ისაუბრა და საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

    სექსუალური და დახვეწილი ფოტოსესიის ავტორი ნორვეგიელი ფოტოგრაფი სოლვე სუნდსბიოა, რომელსაც უმუშავია ისეთ გამოცემებთან, როგორიცაა: იტალიური და ჩინური Vogue, ჟურნალი Interview და სხვა. ასაკის მიუხედავად მსახიობი საოცრად მიმზიდველად გამოიყურება.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი