ანჯელინა ჯოლი იემენს შემოწირულობას გადასცემს!

    იემენის დასახმარებლად სახსრების მოძიება მიმდინარეობს. COVID-19 პანდემიის პარალელურად, ქვეყანაში კონფლიქტის, ცუდი სანიტარული პირობების, წყალდიდობის, ჯანმრთელობის დაცვის არარსებობისა და არასრულფასოვანი კვების პრობლემები დგას. გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებით, იემენში ამჟამად 12,2 მილიონ ბავშვს ჰუმანიტარული დახმარება ესჭიროება.

    ამ მდგომარეობის საპასუხოდ, გაერთიანებულ სამეფოში ორმა ახალგაზრდა ბიჭმა  Ayaan Moosa და Mikaeel Ishaaq, საკუთარი სახლის გარეთ ლიმონათის სტენდის დადგმა გადაწყვიტეს. სტენდი სახელად  ,,ლიმონათი იემენის დასახმარებლად“ საერთაშორისო ყურადღების ცენტრი გახდა. ეს  ამბავი BBC News-ზე გამოქვეყნდა, რამაც ხელი შეუწყო იემენისთვის დაფინანსების მოძიებას.

    Ilford Recorder-ის თანახმად, სტენდმა ანჯელინა ჯოლის ყურადღებაც კი მიიპყრო. მან ბიჭებს წერილი გაუგზავნა: ,,ძვირფასო Ayaan და Mikaeel, მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ და თქვენი მეგობრები აკეთებთ იემენის ბავშვების დასახმარებლად. უკაცრავად, რომ არ შემიძლია თქვენგან ლიმონათის ყიდვა, მაგრამ მსურს შემოწირულობის გაკეთება. სიყვარულით ანჯელინა ჯოლი.“

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი