ანჯელინა ჯოლი საყიდლებზეც მოდურად გამოიყურება!

    ანჯელინა ჯოლი ყოველთვის მოდურად გამოიყურება, მნიშვნელობა არ აქვს წითელი ხალიჩაა ეს თუ უბრალო საყიდლები. ამჯერად ის პაპარაცებმა სურსათის მაღაზიაში თავის ქალიშვილთან, ვივიენთან ერთად დააფიქსირეს.

    ანჯელინას გრძელი, თეთრი კოტონის კაბა და კრემისფერი თრენჩი ეცვა. ამავე ფერის იყო მისი ფეხსაცმელებიც. “მეოჯახე დედის ლუქს” კი დიდი ზომის სათვალე და პროდუქტით სავსე ჩანთა ამშვენებდა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი