ანჯელინა ჯოლი მარველის ახალი სუპერგმირის კოსტიუმში – პაპარაცული ფოტო

    ანჯელინა ჯოლი მარველის ახალი ფილმის The Eternals-ის გადაღებებზე ნამდვილ ქალღმერთს ჰგავდა. ვერცხლისფერ მეტალიკ კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობი მართლაც უკვდავი სუპერგმირი გეგონებოდათ.

    მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის 6 ნოემბერს გამოვა ეკრანებზე, ჯოლი ამჟამადაც გადასაღებ მოედანზე იმყოფება. ანჯელინამ მალეფიცენტას გმირის შემდეგ Thena-ს პერსონაჟი მოირგო, რომელიც ბერძნული ქალღმერთის ათენას პირადი წარმომადგენელია დედამიწაზე. მოთეთრო-მოვერცხლისფერო კოსტიუმთან ერთად გადაღებებზე მსახიობი ქერა თმასაც ატარებს. ეს ჯოლის ახალი გმირის პირველი ფოტოა, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი