ანჯელინა ჯოლიმ No Kid Hungry-ს მილიონი დოლარი გადაურიცხა!

    ცნობილმა ვარსკვლავმა ორგანიზაცია No Kid Hungry-ს მილიონი დოლარი გადაურიცხა. როგორც თავად აღნიშნა, პანდემიის პერიოდში არაერთი სკოლა დაიკეტა. ზოგიერთი ბავშვისთვის კი საკვებისა და დახმარების მიღების ერთადერთი საშუალება სწორედ სკოლა იყო.

    “ძალიან ბევრი ბავშვი სკოლაში მიღებულ საკვებზეა დამოკიდებული. ამჟამად ყველა სასწავლო დაწესებულება დაკეტილია. მხოლოდ ამერიკაში, დაახლოებით 22 მილიონი ბავშვი იღებს ამ დახმარებას. No Kid Hungry კი მაქსიმალურად ეხმარება ბავშვებს ამ მიმართულებით.”

    ვარსკვლავის განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაცია ყველანაირ რესურსს იყენებს იმისათვის, რომ დარწმუნდეს, რომ ბავშვებმა ნამდვილად მიიღეს საკვები.

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი