ANOUKI-ს 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მოდის კვირეულიდან

    2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ANOUKI-მ 3 ნოემბერს, ვაკის პარკში წარადგინა. “ლომებიდან” შადრევანამდე ყვითელი Runway იყო დაგებული. აქეთ-იქით დალაგებული პარკის სკამები საერთაშორისო სტუმრებს – უცხოური გამოცემების რედაქტორებს, მოდის კრიტიკოსებს, ბლოგერებს, დიზაინერებს, ინფლუენსერებს ელოდებოდნენ.

    შოუს დაწყებამდე 10 წუთი ყველაზე საინტერესოა – ყველა თავის ადგილზე ზის და ყველა ყველას ათვალიერებს. გამიმართლა და ჩემს გვერდით აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც სტუმრების უმეტესობას კარგად იცნობდა. ამ 10 წუთში ყველაფერი გავიგე – ვინ ვინ იყო და ვის რამდენი ფოლოვერი ჰყავდა ინსტაგრამზე. რამდენიმე დავაფოლოვე კიდეც.

    ამასობაში The Golden Filter ჩაირთო.

    View this post on Instagram

    Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi

    A post shared by BeautyMagazine (@beautymagazine.ge) on

    ჩვენება ღია ფერის ჰაეროვანი, კაბებით დაიწყო, ყველა მუხლს ქვემოთ სიგრძის იყო. ფუმფულა ან მხრებზე გადასული მკლავები ძალიან ნაზს და მიმზიდველს ხდიდა თითოეულ მოდელს. ამას მოჰყვა გამოყვანილი სილუეტები და მოშიშვლებული ზურგი. ანუკის ნამუშევრები ძირითადად ძალიან ნაზი და ფემინურია, თუმცა ამ კოლექციაში მან გასხვავებული მოდელებიც წარმოადგინა – ხელოვნური ტყავის კაბები (რომლებიც უფრო თამამი და სექსუალურია, ვიდრე ნაზი) და დიდი ზომის პიჯაკები და შარვლები/ქვედაბოლოები. Over size-ის სწორი, მამაკაცური სილუეტები ანუკიმ საკუთარი ხელწერით დააბალანსა – ამ სილუეტებს მან ფერებით და მასიური ბრჭყვიალა ყელსაბამებით სახასიათო სინაზე შესძინა.

    ჩვენების ბოლო ნაწილში მოდელებმა სუპერ მბზინავი და ბრჭყვიალა კაბები წარმოადგინეს. არანაკლებ ეფექტური იყო ე.წ. Neon green ფერის ტანსაცმელიც, რომელიც ბოლო პერიოდში მსოფლიოს ერთ-ერთ ტრენდად იქცა.

    შოუ გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლების” ფონზე დასრულდა. ეს ნაწილი განსაკუთრებით ემოციური ქართველი მაყურებლისთვის იყო. ჩვენების ბოლოს ანუკი შვილებთან ერთად გამოვიდა პოდიუმზე.

    ჩვენების ბოლოს მე და ჩვენი ჟურნალისტი, რუსკა კრაწაშვილი კულისებში შევედით. რუსკამ მოახერხა და ანუკის კოლექციის შესახებ ჰკითხა.

    „მთელი კოლექცია დატვირთული იყო იმ მესიჯით, რომ მოდის სფეროც უნდა იყოს ჩართული გლობალურ თუ ეკოლოგიურ საკითხებში. ნერგები მქონდა მოტანილი, 400-500 ძირი, ესეც გარკვეული მესიჯი იყო. ეს ჩვენება წინა კოლექციის გაგრძელებაა. გამოვიყენეთ ვეგანური ანუ ხელოვნური ტყავი. რაც შეეხება, ყანჩელს, ის ჩემთვის ყველაზე საყვარელი კომპოზიტორია და ძალიან დიდი ემოციები მაკავშირებს მის მუსიკასთან. თანაც ახლა შემოდგომაა. შესაბამისად ავიღე ნებართვა გამომეყენებინა მისი მუსიკა.“

    გვანცა დელიბაშვილი,

    რედაქტორი

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი