არიანა გრანდეს სასამართლოში უჩივიან

    თანამედროვე სამყარო ხშირად ალოგიკურად შეიძლება მოგვეჩვენოს. რობერტ ბარბერა არის პაპარაცი, რომელმაც არიანა გრანდეს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე იმაშია, რომ პოპ ვარსკვლავმა გასულ წელს გამოშვებული ალბომის რეკლამირებისათვის რობერტის მიერ გადაღებული ფოტო განათავსა სოციალურ ქსელებში, სადაც იგი ქუჩაში გამჭვირვალე ჩანთით დასეირნობს.

    რობერტი თითო ფოტოში 25 000 ამერიკულ დოლარს ითხოვს, რაც გრანდეს ალბომის პირველი დღის გაყიდვების დიდ ნაწილს წარმოადგენს. დავა  გრძელდება, არც ერთი მხარე არ იხევს უკან. ეს არც პირველი და არც უკანასკნელი საჩივარია არიანა გრანდესათვის. პოპ ვარსკვლავის გარშემო გამუდმებით სკანდალები ტრიალებს.

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი